ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day
FM Sybiha: Ukraine plans to buy weapons from Poland by year-end using EUR 125M loan
Defense Forces strike Russian Irbis mobile radar station
US considering easing sanctions on shadow fleet – Reuters
Zelensky, Macron discuss ways to counter Russian air attacks

ურსულა ფონ დერ ლაიენი - სანქციების მე-10 პაკეტში სამიზნეში ამოვიღებთ პუტინის პროპაგანდისტებს

ნახვები: 531 ურსულა ფონ დერ ლაიენი - სანქციების მე-10 პაკეტში სამიზნეში ამოვიღებთ პუტინის პროპაგანდისტებს

უახლოეს დროში ევროკავშირი სანქციების მე-10 პაკეტს შემოიღებს, რომელშიც რუსი პროპაგანდისტებიც იქნებიან. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპული საბჭოს სამიტის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

ფონ დერ ლაიენის თქმით, რუსეთმა ფასი უნდა გადაიხადოს.

"სამართლიანი მშვიდობა ასევე პასუხისმგებლობას მოიაზრებს. რუსეთმა ფასი უნდა გადაიხადოს მის მიერ მიყენებული ზიანისთვის და სისხლისთვის, რომელიც მის გამო დაიღვარა. შემდგომ დღეებში ჩვენ სანქციების მე-10 პაკეტს წარმოვადგენთ. პირველი - სანქციებს რიგი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების მიმართ გამოვიყენებთ, მაგრამ ასევე, ძვირფასო ვოლოდიმირ, ჩვენ ძალიან ყურადღებით მოგისმინეთ უკრაინაში, ჩვენ სამიზნეში ამოვიღებთ პუტინის პროპაგანდისტებს, ვინაიდან მათი ტყუილები საზოგადოებრივ სივრცეს შხამავს რუსეთში და საზღვარგარეთ. თქვენ ამას დაჟინებით ითხოვდით, ჩვენ გაგიგონეთ”, - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.

სამიტში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი იღებდა მონაწილეობას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა