National Bank demands Hungary to release Oschadbank cash-in-transit employees
Russia loses 950 troops, one air defense system in war against Ukraine over past day
Chaos in Middle East begins with Russia – Kallas
Marshal of Sejm of Poland and President of Romania discuss support for Ukraine
SSU reveals attack on Novorossiysk port: Russian frigate can no longer fire Kalibr missiles
Hungarian authorities take seven Ukrainian citizens hostage – Sybiha
MFA warns Hungary against using prisoner issue for political gain
ანდრეი სიბიგა - უნგრეთის ხელისუფლებამ უკრაინის შვიდი მოქალაქე, „ოსჩადბანკის“ თანამშრომლები მძევლად აიყვანა და საბანკო მანქანით გადატანილი თანხა მოიპარა

„მომაქვს ჩემი ნამუშევარი გამოფენიდან... მე იქ აღარ უნდა ვიყო, თუნდაც ამის სანაცვლოდ ნარკოტიკი ჩამიდონ” - ანდრო დადიანი

14.02.2023 ნახვები: 858

არტისტი ანდრო დადიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება ინციდენტს, როდესაც 4 თებერვალს ეროვნულ გალერეაში გამოფენაზე მხატვარმა, სანდრო სულაბერიძემ კედლიდან საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით დაწერა ფრაზა – „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“.

დადიანის თქმით, გამოფენიდან საკუთარი ნამუშევარი მოაქვს და იქ ყოფნას აღარ აპირებს.

„წლების წინ, როცა დადიანი გამოვიყენე ფსოვდონიმად, ცოტნე დადიანის სიყვარულით გავაკეთე ეს. მგონია, რომ ცოტნე დადიანის ის აქტი, თაფლი რომ წაისვა და დატყვევებულების ბედი გაიზიარა, პირველი პერფორმანსი და სამყაროსგან, ჩვენი ისტორიისგან მოწოდებული ცხოვრების კონცეფციაა ჩემთვის. შემიძლია სიტყვა ხელოვნების გასწვრივაც ცოტნე დადიანი დავწერო, რადგან ხელოვნებასთან ურთიერთობა მეორის განცდის, გაზიარების, შენში შემოშვების სურვილია. ეროვნულ გალერეაში ახლა მიმდინარე გამოფენაზე ჩემი ავტოპორტრეტიცაა გამოფენილი, ფოტოგრაფ სანდრო სულაბერიძის ირგვლივ განვითარებული ამბავი სვამს კითხვის ნიშნის ქვეშ ჩემი ცხოვრების კონცეფციის გაგრძელება-არგაგრძელებას და ვირჩევ სიცოცხლის, ხელოვნების, ცოტნე დადიანის ენას, – სანდროს გვერდით დგომას და მომაქვს ჩემი ნამუშევარი გამოფენიდან ამჟამინდელი კულტურის პოლიტიკის პროტესტისა და სანდროს სოლიდარობის ნიშნად.

ეს დღეები ტრიალებდა აზრი, რომ მთლიანად გამოფენა მოიხსნებოდა და მეც ამ დრომდე ველოდი განცხადებას ამის თაობაზე, მინდოდა ჯგუფურ გამოფენაში ჯგუფის, გუნდის პრინციპით ვყოფილიყავი და ერთობლივად მიგვეღო გადაწყვეტილება გამოფენის დასრულებაზე. ყველა ადამიანის ინდივიდუალური ტემპი აქვს ფიქრის და მინდოდა კურატორისთვის გამომეცხადებინა ჩემი დიდი სიყვარული და თანადგომა საფიქრად მიცემული დროით და ჩემი სიჩუმით. კალენდარსაც თავისი ტემპი აქვს და შეგვიწყო ხელი იმან, რომ დაემთხვა შაბათ-კვირა და ორშაბათი (რომელიც გალერეებისთვის არასამუშაო დღეა), ეს დრო საკმარისია ალბათ გადაწყვეტილების მისაღაბად, ჩემთვის კი საკმარისი ნერვიული საათები. სულიერი გადარჩენის მიზნით, ინდივიდუალურად ვაკეთებ განცხადებას, რომ კურატორის საქმის კურსში ჩაყენებით და კანონიერი გზით მომაქვს ჩემი ავტოპორტრეტი გალერეიდან, – განცხადებით, იურიდიულად, ყოველგვარი ხმაურის, პერფორმანსის და ტელევიზიების გარეშე.

ნებსით თუ უნებლიეთ ჩვენი ყველა მოძრაობა პოლიტიკურია, ამ მოწამლული ჰაერის შესუნთქვისას ჩვენი ფილტვები ონკოლოგიურ რისკებს და პოლიტიკას ერთდროულად ეხება, ჩვენი მაცივრის შიგთავსი პოლიტიკურია, ჩვენი საჯარო და დიდწილად პირადი განწყობებიც კი პოლიტიკურია (იხ. ჩემი წინა პოსტი), ჰოდა ეს გამოფენაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადია. სოლომონ აფროდიტუსის, ჩემი, გოდერას და სხვების დიმიტრი შევარდნაძესთან, ახვლედიანთან და კაკაბაძესთან დაკიდება პოლიტიკაა, დროთა და იდეათა ერთ სივრცეში შედედება, ეროვნული ატმოსფეროს განახლება და სისხლის გადასხმაა.

გამოფენა “ავტოპორტრეტი სარკეში”, სარკედ გაუხდა უამრავი თვალსაზრისით ქვეყანას და ადამიანებს, გამოფენამ იმუშავა და იმაზე დიდი მნიშვნელობისაა სოციალურ-კულტურულ კონტექსტში ის დღეს (და ისტორიულადაც, მჯერა), ვიდრე სხვა ბიენელეები ან ხელოვნების დიდი ბაზრობები. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ვინმეს ვუკარნახო მისი შინაგანი კომპასი სად უჩვენებდეს სწორსა და არასწორს, ჩრდილოეთს ან სამხრეთს. ჩემი შინაგანი ხმა, უძილობა და ნერვული ფონი მეუბნება, რომ განვითარებული მოვლენების შემდეგ მე იქ აღარ უნდა ვიყო, თუნდაც ამის სანაცვლოდ ნარკოტიკი ჩამიდონ.

გამოფენილ ნამუშევარზე სახლში რომ მოვიტან მერე დავწერ და აუცილებლად გავაკეთებ ამ ავტოპორტრეტის გამოფენას, რადგან ეროვნულში ვერ მოვახერხე ამ მოვლენებიდან გამომდინარე პერფორმატიული ამ ნამუშევრისთვის ხორცშესხმა.

კიდევ ერთხელ სიყვარული და მადლიერება მინდა გამოვხატო ქეთი შავგულიძის მიმართ, რომელმაც ღრმა, პროფესიონალური კვლევა და შრომა გასწია გამოფენის გასაკეთებლად და სოლიდარობას ვუცხადებ სამარცხვინო რეპრესიულ მანქანაში მოყოლილ ფოტოგრაფ სანდრო სულაბერიძეს”, – ნათქვამია პოსტში.

 
 

ცნობისთვის, მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული ისჯება შინაპატიმრობით 1-იდან 2 წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით 3-დან ხუთ წლამდე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა