მეუფე გიორგი ჯამდელიანი ლაშა ნაცვლიშვილს: საჯაროდ მოიხადეთ ბოდიში და მეუფე იობის წინაშე შენდობა ითხოვეთ
ელენე ხოშტარია: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საქართველოს მოქალაქეების ომში ჩასართავად რეკლამებს ავრცელებს, ხელისუფლება კი დუმს
ხვიჩა კვარაცხელია მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილზე თავდასხმაზე: ლაჩრულად, ზურგიდან მიპარვით შეეცადნენ თქვენს დაჩაგვრას — ქართველებთან ეს არასდროს გამოუვათ
პროკურორი დავით ფეიქრიშვილის განცხადებაზე: ტელეფონები დალუქული იყო, პროკურორს მათთან შეხება არ ჰქონია
საერთო ისტორია და კულტურული კავშირები: ექსპერტებმა ქართულ-რუსული ურთიერთობები განიხილეს
ევა გოცირიძე „ქართულ ოცნებას“: თუ ოპოზიციური პარტიები ისედაც მილევად რეჟიმში არიან, რაში გვჭირდება მათი აკრძალვა?
ანა წითლიძე: „ქართული ოცნება“ ბევრი მიზეზის გამო ასაკრძალი მგონია, მაგრამ ამის შესაძლებლობა რომ მქონდეს, არასდროს ავკრძალავდი
დავით ფეიქრიშვილი: ჩემი წამების მიზანი ტელეფონის პაროლის მიღება იყო – ამაში ციხისა და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელებიც მონაწილეობდნენ

ირანის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ აშშ-სთან მიღწეული შეთანხმება "პარასკევიდან შევა ძალაში"

ნახვები: 346 ირანის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ აშშ-სთან მიღწეული შეთანხმება "პარასკევიდან შევა ძალაში"

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ იურიდიულ და საერთაშორისო საკითხებში განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთგაგების მემორანდუმის ტექსტი დასრულებულია და ოფიციალურად ხელი პარასკევს შვეიცარიაში მოეწერება.

„ურთიერთგაგების მემორანდუმის ტექსტი დასრულებულია და ურთიერთგაგების მემორანდუმის ოფიციალური ხელმოწერა პარასკევს შვეიცარიაში გაიმართება“, - განუცხადა ყაზემ ღარიბაბადიმ სახელმწიფო მედიას.

მან ხაზგასმით აღნიშნა: "ჩვენი ვალდებულებები ძალაში პარასკევიდან შევა“.

ასევე, ირანელმა ოფიციალურმა პირმა განმარტა, რომ "ორი საკითხი ძალაში შევა დღეს“:

„1. ომის სამუდამოდ და დაუყოვნებლივ დასრულება ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში.

2. საზღვაო ბლოკადის მოხსნა და დასრულება, რომელიც შეერთებულმა შტატებმა ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ დააწესა“, - დასძინა მან.

ღარიბაბადიმ განაცხადა, რომ ურთიერთგაგების მემორანდუმი „არა მხოლოდ დიპლომატიური ძალისხმევის პროდუქტია“, არამედ ირანის „სამხედრო მიღწევა“.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან შეთანხმება მიღწეულია და აშშ შეწყვეტს ქვეყნის საზღვაო ბლოკადას, ასევე, გაიხსნება ჰორმუზის სრუტე. მთავარმა შუამავალმა პაკისტანმა კი განაცხადა, რომ ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია პარასკევს, 19 ივნისს, შვეიცარიაში გაიმართება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა