ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის აგრესიის შეჩერება შესაძლებელია

ნახვები: 517 ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის აგრესიის შეჩერება შესაძლებელია

რუსეთის აგრესიის შეჩერება შესაძლებელია, თუ უკრაინა საჭირო შეიარაღებას მიიღებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კიევისთვის მნიშვნელოვანია, რომ ტანკების შემდეგ ქვეყანამ სამხედრო თვითმფრინავები მიიღოს.

„უკრაინის მთავარი გზავნილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშკარაა – ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა რუსეთის აგრესია წლის ბოლომდე ჩამოვშალოთ. ეს შესაძლებელია, ეს აუცილებელია, მაგრამ ეს შესაძლებელია, თუ უკრაინა მიიღებს ამისთვის საჭირო იარაღს. ამიტომაც ჩვენი დიპლომატიური მარათონი უწყვეტად მიმდინარეობს.

დეკემბერში ვაშინგტონში ჩემი ვიზიტის შემდეგ შეიქმნა „სატანკო კოალიცია“ უკრაინისთვის. შორი მანძილის რაკეტების მიწოდებაზე ტაბუ მოხსნილია, არის ახალი მიღწევები ჩვენი არტილერიის გაძლიერებაში და მსოფლიომ უკვე გაიგო, რამდენად მნიშვნელოვანია მსოფლიო უსაფრთხოებისთვის, უკრაინისთვის „საავიაციო კოალიციის“ შექმნა.

უკრაინის საგარეო პოლიტიკა ყოველთვის ეფუძნება პატივისცემას ყველას მიმართ, ვინც საერთაშორისო ურთიერთობების მხარეა. ყველა ერი თანასწორია და იმსახურებს დამოუკიდებელ ცხოვრებას, მშვიდობიან თანამშრომლობას სხვა ერებთან. ჩვენს ასეთ მიდგომას მსოფლიოს ყველა კუთხეში გაგებით ეკიდებიან. მადლობას ვუხდი თითოეულ სახელმწიფოს და ყველა ხალხს, ვინც მხარს უჭერს ჩვენს ძალისხმევას საერთაშორისო ურთიერთობების სტაბილიზაციისთვის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა