ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ვახტანგ მეგრელიშვილი - არასამთავრობო სექტორს პარტიებთან დაკავშირებით ფინანსური წყაროების კონტროლზე თავის დროზე ხმა არ ამოუღია

ნახვები: 517 ვახტანგ მეგრელიშვილი - არასამთავრობო სექტორს პარტიებთან დაკავშირებით ფინანსური წყაროების კონტროლზე თავის დროზე ხმა არ ამოუღია

არასამთავრობო სექტორს პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით ფინანსური წყაროების კონტროლზე თავის დროზე ხმა არ ამოუღია, გვიჩიოდნენ კიდეც, რომ რაღაც კანონებს არ ვიცავდით, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშავილმა განაცხადა.

მეგრელიშვილმა აღნიშნული კომენტარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე საუბრისას გააკეთა.

„„ხალხის ძალა“ ძალიან ცდილობს, დააკოპიროს ნებისმიერი რუსული ინიციატივა, რომელიც მას რუსეთს დაამსგავსებს. მაინტერესებს, ამ კანონპროექტზე „ქართული ოცნების“ პოზიცია როგორი იქნება, რადგან დღეს ამის გაკეთება ნიშნავს, რომ ჩვენ გვინდა, ვაკონტროლოთ დასავლეთიდან შემოსული ფინანსური წყაროები. სინამდვილეში, ეს ამბავი უკვე გაკეთებულია პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით და, სამწუხაროდ, არასამთავრობო სექტორმა, რომელსაც ეს ამბავი დღეს ემუქრება, თავის დროზე არათუ ხმა ამოიღო, არამედ გვიჩიოდნენ კიდეც, რომ რაღაც კანონებს არ ვიცავდით. როგორც თავის დროზე ფაშისტების შემთხვევაში, ჯერ იმას მიადგნენ, შემდეგ – ამას, ბოლოს მეც მომადგნენო, „ენჯეო“ სექტორს დაახლოებით ეს ამბავი ემართება. ეს ცვლილებები ვისაც არ უნდა ეხებოდეს, არა მხოლოდ მათ არ უნდა შეეხოთ, არამედ არც პოლიტიკურ პარტიებს და იმ წნეხისგან უნდა გათავოსუფლდნენ, რომელსაც სახელმწიფო მარეგულირებლები ახორციელებენ“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა