სააკაშვილი: კამათი იმაზე, უნდა შევსულიყავით თუ არა პარლამენტში ან მივიღოთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, არსებითად უსაგნოა
ტრამპი: უკრაინის დარტყმები რუსეთის ენერგეტიკაზე ძალიან სერიოზული დარტყმაა რუსეთისთვის
ზელენსკი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ: აშშ-სა და უკრაინას სურთ, ომი ზამთრამდე დასრულდეს
ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ
გოგნის ტყე: ვიკამათოთ ფაქტებით
France to srengthen Ukraine’s air defense with radars, interceptor missiles — Macron
FM Sybiha criticizes Budapest’s stance on Ukraine, says Orbán has gone, but his policies thriving
Zelensky meets with U.S. senators to discuss sanctions, anti-ballistic protection

სერგეი ლავროვი - საქართველოსა და მოლდოვასთან დაკავშირებით აშშ-ის რეაქცია ღიმილს იწვევს

ნახვები: 687 სერგეი ლავროვი - საქართველოსა და მოლდოვასთან დაკავშირებით აშშ-ის რეაქცია ღიმილს იწვევს

ამერიკის შეერთებული შტატების განსხვავებული რეაქცია საქართველოსა და მოლდოვაში მიმდინარე მოვლენებზე მხოლოდ ღიმილს იწვევს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ღიმილს იწვევს დასავლეთის, იგივე სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია, რომელიც პათოსური ტონით აცხადებს ამგვარი დამოკიდებულების დაუშვებლობას სამოქალაქო საზოგადოების მიმართ (საქართველოში ), ღიმილს იწვევს. საქართველოში ოპოზიციას არა მხოლოდ შეუძლია, არამედ ვალდებულია გააკეთოს ის, რაც სურს, მოლდოვაში კი დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტს გმობენ, რადგან საქართველოში ოპოზიცია ასახავს დასავლეთის ინტერესებს, ხოლო მოლდოვაში ოპოზიცია ასახავს სხვა ინტერესებს და დასავლეთის ინტერესებს ასახავს მთავრობა და პრეზიდენტი. ფაქტობრივად, ჩვენ თვალწინ იშლება ორი მსგავსი სიტუაცია საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, მაგრამ მათ მიმართ დამოკიდებულება ფუნდამენტურად განსხვავებულია“, - განაცხადა ლავროვმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა