ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day
FM Sybiha: Ukraine plans to buy weapons from Poland by year-end using EUR 125M loan
Defense Forces strike Russian Irbis mobile radar station
US considering easing sanctions on shadow fleet – Reuters
Zelensky, Macron discuss ways to counter Russian air attacks

სალომე ზურაბიშვილისა და ჯეიკ სალივანის შეხვედრის შესახებ თეთრი სახლი ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

ნახვები: 531 სალომე ზურაბიშვილისა და ჯეიკ სალივანის შეხვედრის შესახებ თეთრი სახლი ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

თეთრი სახლი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც თეთრი სახლის ინფორმაციაშია აღნიშნული, სალომე ზურაბიშვილმა და ჯეიკ სალივანმა საქართველოში მიმდინარე ბოლო მოვლენები განიხილეს, რა დროსაც ხაზი გაუსვეს მათი ქვეყნების საერთო ინტერესს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში.

„ისაუბრეს პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხარდაჭერაზე საქართველოს მხრიდან ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მისაღებად აუცილებელი რეფორმების ჩატარებისადმი ერთიანი და ინკლუზიური მიდგომის მიმართ. მათ ასევე განიხილეს საერთო შეშფოთება საგარეო დაფინანსების მიღებისთვის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების რეგისტრაციისა და სტიგმატიზაციის შესახებ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რამაც, შესაძლოა, შეაფერხოს ასობით ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი მუშაობა, რომელიც მიმართულია მათი თემების გაუმჯობესებისკენ. ისინი მიესალმნენ მთავრობის ბოლო გადაწყვეტილებას, გაიწვიონ ორი კანონპროექტი“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

თეთრი სახლის ცნობით, ჯეიკ სალივანმა და სალომე ზურაბიშვილმა ასევე განიხილეს იმის უზრუნველყოფის საჭიროება, რომ რუსეთმა იგრძნოს სრული ეკონომიკური ფასი იმ სანქციების, საექსპორტო კონტროლის და სხვა ეკონომიკური შეზღუდვების, რომლებიც აშშ-მა და 30-ზე მეტი მოკავშირისა და პარტნიორის კოალიციამ დააწესეს რუსეთის წინააღმდეგ, რათა პასუხი აგებინოს პუტინს უკრაინაში წარმოებული ომისთვის. სალივანმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მხრიდან საჭიროა, თავიდან აიცილოს, რომ არ გახდეს სანქციების თავის არიდების ან გვერდის ავლის გზა.

ჯეიკ სალივანთან შეხვედრის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა „ტვიტერზე“ დაწერა, სადაც მადლობას უხდის აშშ-ს ქართველი ხალხის მხარდაჭერისა და ევროკავშირში ინტეგრაციის ერთგულებისთვის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა