ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

სვენ მიქსერი - ვერც ერთმა სერიოზულმა პოლიტიკურმა პარტიამ ვერ შეძლო, სრულად უგულებელყო მხარდაჭერის ის დონე, რომელიც ქართველებმა გამოხატეს ევროპული მომავლისადმი

ნახვები: 516 სვენ მიქსერი - ვერც ერთმა სერიოზულმა პოლიტიკურმა პარტიამ ვერ შეძლო, სრულად უგულებელყო მხარდაჭერის ის დონე, რომელიც ქართველებმა გამოხატეს ევროპული მომავლისადმი

საქართველოს მმართველი პარტიის მცდელობა, მიეღოთ ე.წ. უცხოელი აგენტების კანონი, იყო მხოლოდ ერთი მაგალითი პრობლემების იმ გრძელ ნუსხაში, რაც არსებობს კანონის უზენაესობის სფეროში, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა ევროპარლამენტში, საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ გამართული დებატების დროს განაცხადა.

მისივე თქმით, ვერც ერთმა სერიოზულმა პოლიტიკურმა პარტიამ ვერ შეძლო, სრულად უგულებელყო მხარდაჭერის ის დონე, რომელიც ქართველებმა გამოხატეს ევროპული მომავლისადმი.

„საქართველოს საზოგადოებაში ქვეყნის ევოპული მისწრაფებისადმი მხარდაჭერის დონე ისეთი მაღალია, რომ ჩვენთვის ძალიან იოლი იყო ამ მისწრაფების მხარდაჭერა. ვერც ერთმა სერიოზულმა პოლიტიკურმა პარტიამ ვერ შეძლო, სრულად უგულებელყო მხარდაჭერის ის დონე, რომელიც ქართველებმა გამოხატეს ევროპული მომავლისადმი. და ისინიც, ვისაც ძალაუფლება აქვთ, ყოველთვის გრძნობენ, რომ უნდა ისაუბრონ ამ მისწრაფებაზე, მაშინაც კი, როდესაც მათი ქმედებები სულ სხვა რამეზე მეტყველებდა. ჩვენ ვნახეთ პრობლემები კანონის უზენაესობაში, სასამართლო სისტემაში, მედია თავისუფლებაში, ასევე პოლიტიკური პოლარიზაცია. ჩემი აზრით, საქართველოს მმართველი პარტიის მცდელობა, მიეღოთ ეს ე.წ. უცხოელი აგენტების კანონი, იყო მხოლოდ ერთი მაგალითი პრობლემების იმ გრძელ ნუსხაში, რაც არსებობს კანონის უზენაესობის სფეროში საქართველოში“, – აღნიშნა სვენ მიქსერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა