მარტა კოსი: საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა — რაც ახლა ხდება, გაფართოების ანგარიშში აისახება
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე

საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

ნახვები: 564 საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

16-17 მარტს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლევერლი, რომელსაც ქართველი კოლეგა ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ჯეიმს კლევერლი საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჯეიმს კლევერლი დაესწრება ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებით ორგანიზებულ ღონისძიებას და შეხვედრას გამართავს სამოქალაქო საზოგადოების წარმომდგენლებთან.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის გამართული „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მერვე რაუნდის ფარგლებში, 2023 წლის 26 იანვარს შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ვიზიტი გაერთიანებულ სამეფოში.

ასევე აღსანიშნავია, რომ ბოლოს გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანი საქართველოს 2016 წელს სტუმრობდა.

ინფორმაცის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა