Bloomberg: ევროკავშირი უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფამდე რეფორმების წინსვლას ითხოვს
კახა კახიშვილი ჩორჩანას საქმეზე: საგუშაგოს მოწყობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციაში არ შემოსულა, ფაქტი მედიით გავიგე
„TV პირველის“ ახალი დირექტორი ლევან ჯორბენაძე იქნება, არხზე საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოც შეიქმნა
მეორადი ჩარიცხვის შედეგად უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 1 242-მა აბიტურიენტმა მოიპოვა
სააკაშვილი: კამათი იმაზე, უნდა შევსულიყავით თუ არა პარლამენტში ან მივიღოთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, არსებითად უსაგნოა
ტრამპი: უკრაინის დარტყმები რუსეთის ენერგეტიკაზე ძალიან სერიოზული დარტყმაა რუსეთისთვის
ზელენსკი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ: აშშ-სა და უკრაინას სურთ, ომი ზამთრამდე დასრულდეს
ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ

მამუკა ხაზარაძე - ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა არის შეცდომა

ნახვები: 677 მამუკა ხაზარაძე - ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა არის შეცდომა

ვადამდელი არჩევნები აწყობს „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა არის შეცდომა, უფრო მეტიც, ხაფანგი ოპოზიციისთვის.

ვადამდელი აწყობს „ოცნებას“. ისინი უნდა ვაიძულოთ, რომ შეასრულონ 12 პუნქტი ევროკავშირის კანდიდატობის მისაღებად, საზოგადოების დაკვეთა სწორედ ევროპაა.

სცენარი 1. თუ მოგვცეს კანდიდატობა, მაშინ საქართველო გაიმარჯვებს;

სცენარი 2. თუ არ მოგვცეს კანდიდატობა, მაშინ 2024-ში „ოცნება“ განწირულია არა მხოლოდ დამარცხებისთვის, არამედ სრული ჩამოშლისთვის. ამ შემთხვევაშიც საქართველო გაიმარჯვებს“, – წერს მამუკა ხაზარაძე „ფეისბუქზე“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა