სააკაშვილი: კამათი იმაზე, უნდა შევსულიყავით თუ არა პარლამენტში ან მივიღოთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, არსებითად უსაგნოა
ტრამპი: უკრაინის დარტყმები რუსეთის ენერგეტიკაზე ძალიან სერიოზული დარტყმაა რუსეთისთვის
ზელენსკი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ: აშშ-სა და უკრაინას სურთ, ომი ზამთრამდე დასრულდეს
ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ
გოგნის ტყე: ვიკამათოთ ფაქტებით
France to srengthen Ukraine’s air defense with radars, interceptor missiles — Macron
FM Sybiha criticizes Budapest’s stance on Ukraine, says Orbán has gone, but his policies thriving
Zelensky meets with U.S. senators to discuss sanctions, anti-ballistic protection

ირაკლი ქადაგიშვილი - პრეზიდენტის განცხადება არის ფარისევლური - სამწუხაროა, მაგრამ რა ვქნათ, დიდი ხანია დაკარგული აქვს ობიექტური პოზიციები

ნახვები: 688 ირაკლი ქადაგიშვილი - პრეზიდენტის განცხადება არის ფარისევლური - სამწუხაროა, მაგრამ რა ვქნათ, დიდი ხანია დაკარგული აქვს ობიექტური პოზიციები

როგორც ყოველთვის, სამწუხაროდ, ამ შემთხვევაშიც პრეზიდენტის განცხადება არის ფარისევლური, რადგან ის ამ პოლიტიკაში ადამიანის უფლებების ასე მახინჯად გამოყენების პროცესის მხარეზე დადგა. სამწუხარო არის, მაგრამ რა ვქნათ, დიდი ხანია უკვე პრეზიდენტს დაკარგული აქვს ობიექტური პოზიციები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგს გამოეხმაურა.

ქადაგიშვილის თქმით, ქალთა დარღვეული უფლება ამ შემთხვევაში სპეკულანტურად არის გამოყენებული და თემას ყველა თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

„რა თქმა უნდა, არ შეიძლება ადამიანებზე ძალადობა. განსაკუთრებით, ქალბატონებზე ძალადობა და ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო ყველა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და თუ გადავხედავთ ჩვენ პრაქტიკას, თუ როგორ ხდება დღეს ქალბატონების უფლებების დაცვა, მით უმეტეს, ძალადობის შემთხვევაში, ვნახავთ, რომ ჩვენ ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესი პროგრესი გვაქვს განცდილი.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ ხდება ხოლმე პოლიტიკური მიზნებისთვის ქალბატონებზე ძალადობის ფაქტებით მანიპულირება და გამოყენება - მე ახლა ამ შემთხვევის დეტალები არ ვიცი, მაგრამ ვხედავ, რომ ადამიანთან, ამ შემთხვევაში, ქალბატონთან დაკავშირებული საკითხის ჩვეულებრივად პოლიტიკური გამოყენება ხდება. როგორც ყოველთვის, სამწუხაროდ, ამ შემთხვევაშიც პრეზიდენტის განცხადება არის ფარისევლური, იმიტომ რომ ის ამ პოლიტიკაში ადამიანის უფლებების ასე მახინჯად გამოყენების პროცესის მხარეზე დადგა. სამწუხარო არის, მაგრამ რა ვქნათ, დიდი ხანია უკვე პრეზიდენტს დაკარგული აქვს ობიექტური პოზიციები“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქალთა ძალადობის კუთხით ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას და აღნიშნულის "სხვადასხვა ფორმით გამართლებას" შემაშფოთებელი უწოდა.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, „ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება, თუნდაც სიტყვიერად, პირიქით, მოძალადეს აგულიანებს და მსხვერპლს ამით განმეორებით ეძალადება“.

„ეს ჩვენ ქვეყანას არ ეკადრება. უნდა გრცხვენოდეთ!“ , - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა