სააკაშვილი: კამათი იმაზე, უნდა შევსულიყავით თუ არა პარლამენტში ან მივიღოთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, არსებითად უსაგნოა
ტრამპი: უკრაინის დარტყმები რუსეთის ენერგეტიკაზე ძალიან სერიოზული დარტყმაა რუსეთისთვის
ზელენსკი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ: აშშ-სა და უკრაინას სურთ, ომი ზამთრამდე დასრულდეს
ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ
გოგნის ტყე: ვიკამათოთ ფაქტებით
France to srengthen Ukraine’s air defense with radars, interceptor missiles — Macron
FM Sybiha criticizes Budapest’s stance on Ukraine, says Orbán has gone, but his policies thriving
Zelensky meets with U.S. senators to discuss sanctions, anti-ballistic protection

ლევილის მამულის ბაზაზე ქართულ-ფრანგული მემორიალური მუზეუმი ჩამოყალიბდა

ნახვები: 682 ლევილის მამულის ბაზაზე ქართულ-ფრანგული მემორიალური მუზეუმი ჩამოყალიბდა

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთ მუზეუმთა ჯგუფს (შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, საქართველოს ეროვნული გალერეა, სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი) ახალი მუზეუმი შეემატა, რომელიც საფრანგეთში, საქართველოს სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე არსებული ლევილის მამულის ბაზაზე ჩამოყალიბდა და მას ლევილის ქართულ-ფრანგული მემორიალური მუზეუმი ეწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული მუზეუმი ავრცელებს.

მოცემული ცვლილების შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება 2023 წლის 8 მარტს გამოიცა.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, ლევილის მამულის საქართველოსთვის დაბრუნების სანოტარო აქტის პირობების შესაბამისად, შატოს პირველ სართულზე დაგეგმილია ისტორიული სივრცის მოწყობა, რომლის ნაწილშიც განთავსდება ლევილის ქართულ-ფრანგული მემორიალური მუზეუმი. შატოს მეორე სართულზე კი მოეწყობა ნოე ჟორდანიას კაბინეტი. გათვალისწინებულია ბიბლიოთეკა-მედიათეკის, საგამოფენო და სარეზიდენციო სივრცეების მოწყობაც.

ახალი მუზეუმისათვის შექმნილია კონცეფციის სამუშაო ჯგუფი, რომლის წევრები არიან: ტიერი ბერიშვილი – ქართველ ხალხთან მეგობრობის ასოციაციის თავმჯდომარე, პირველი რესპუბლიკის კვლევის ცენტრის – ი. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის თანამშრომელი; ლევან თაქთაქიშვილი – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე; ირაკლი იაკობაშვილი – საქართველოს პარლამენტის არქივის ხელმძღვანელი; ოთარ ჯანელიძე – სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ეთნოლოგიისა და ისტორიის კვლევების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; ვახტანგ ცინცაძე – სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის კოლექციების მართვის დეპარტამენტის თბილისის სექტორის ხელმძღვანელი; დიმიტრი სილაქაძე – სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების სპეციალისტი; სტივენ ჯონსი – პროფესორი, ისტორიკოსი, საქართველოს თანამედროვე ისტორიის, ქართული სოციალ-დემოკრატიისა და პირველი რესპუბლიკის სპეციალისტი; კრისტინ ფაღავა-ბულე – ნოე ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი, ნოე ჟორდანიას შვილიშვილი;

2021 წლიდან დღემდე, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ლევილის მამულში განახორციელა მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები, კერძოდ: დასრულდა ლევილის მამულის (4 ჰა) გალავნის ისტორიული ნაწილის რესტავრაცია-კონსერვაცია და ლევილის მამულის გუშაგის სახლის (რომელშიც დიდხანს ცხოვრობდა ემიგრანტი ქალბატონი ნამეტია გოგუაძე) სარეაბილიტაციო სამუშაოები, დაიწყო და გრძელდება ლევილის მამულის პარკის აღდგენა და კეთილმოწყობა, შეკეთდა სხვენის სახურავი, ჩატარდა ინვენტარიზაცია.

ამჟამად მიმდინარეობს ლევილის მამულის შატოს კონსტრუქციების სიმყარის კვლევა, მზადდება გამაგრების პროექტი და შატოს აზბესტისგან გაწმენდის, მისი სხვენისა და სახურავის სრული რეაბილიტაციისთვის მოსამზადებელი ღონისძიებები.

ლევილის მამულში განთავსდება ქართული ოდასახლი, რომლის პროექტის ავტორია არქიტექტორ-რესტავრატორი ტარიელ კიპაროიძეოდასახლში მოეწყობა დარბაზული სივრცე კულტურული ღონისძიებების ჩასატარებლად, გაიხსნება ქართული ტრადიციული სუვენირების მაღაზია.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას თანამშრომლობით მოძიებულია ოდისთვის საჭირო ხის მასალა, რომლის შრობის დასრულებისთანავე დაიწყება მისი დამუშავება. 2023 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე, ლევილის მამულში დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიების გამართვა.

ლევილის მამულის სრული რეაბილიტაცია, სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების თანახმად, 2026 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა