სააკაშვილი: კამათი იმაზე, უნდა შევსულიყავით თუ არა პარლამენტში ან მივიღოთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, არსებითად უსაგნოა
ტრამპი: უკრაინის დარტყმები რუსეთის ენერგეტიკაზე ძალიან სერიოზული დარტყმაა რუსეთისთვის
ზელენსკი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ: აშშ-სა და უკრაინას სურთ, ომი ზამთრამდე დასრულდეს
ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ
გოგნის ტყე: ვიკამათოთ ფაქტებით
France to srengthen Ukraine’s air defense with radars, interceptor missiles — Macron
FM Sybiha criticizes Budapest’s stance on Ukraine, says Orbán has gone, but his policies thriving
Zelensky meets with U.S. senators to discuss sanctions, anti-ballistic protection

პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ მთავრობის წევრებთან და „ქართული ოცნების“ ლიდერებთან ერთად 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს

ნახვები: 688 პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ მთავრობის წევრებთან და „ქართული ოცნების“ ლიდერებთან ერთად 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ, თბილისის მერმა კახა კალაძემ და მთავრობის სხვა წევრებმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულთა სულებს პატივი მიაგეს.

მმართვევლი პარტიის ლიდერებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ინფორმაციისთვის, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა