მარტა კოსი: საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა — რაც ახლა ხდება, გაფართოების ანგარიშში აისახება
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე

ზურაბ ჩხაიძე - კვლევის მიხედვით, სააკაშვილის სისხლში მეტალების შემცველობა არის ნორმის ქვემოთ, ინტოქსიკაციაზე საუბარი არ ყოფილა

ნახვები: 564 ზურაბ ჩხაიძე - კვლევის მიხედვით, სააკაშვილის სისხლში მეტალების შემცველობა არის ნორმის ქვემოთ, ინტოქსიკაციაზე საუბარი არ ყოფილა

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ჩხაიძის განცხადებით, სააკაშვილი ძირითადად კვლავ სიმპტომურ მკურნალობაზე იმყოფება და კლინიკის მიერ შეთავაზებული მკურნალობა ნაკლებად სრულდება.

„ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ცვლილება დინამიკაში არ მომხდარა. ჩვენი შეთავაზებული მკურნალობა, დანამატები და ა.შ., ნაკლებად სრულდება და ძირითადად არის სიმპტომურ მკურნალობაზე. მოგეხსენებათ, ყოველთვის ვაწარმოებთ კვლევის შედეგების მონიტორინგს პაციენტის დაავადების მიმდინარეობის დროს. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, პერიოდულად ყოველთვის ხდებოდა ლაბორატორიული მონაცემების გადამოწმება და ეს პროტოკოლის შესაბამისად კეთდება. მაისში გაკეთებული ჰქონდა აღნიშნული კვლევა მძიმე მეტალების შესახებ. არა იმიტომ, რომ რაიმე ეჭვი იყო, ეს შედიოდა კვლევის პაკეტში, მისი დაავადებიდან გამომდინარე. ეს კვლევა ჩვენ მიერ იყო შესრულებული და გარკვეული დროის შემდეგ მოხდა გადამოწმება. გაიგზავნა გერმანიის ერთ-ერთ ლაბორატორიაში და იქიდან მივიღეთ შესაბამისი დასკვნა, რომ მეტალების შემადგენლობა სისხლში არის ნორმის ქვემოთ. აქ ინტოქსიკაციაზე არ იყო საუბარი“, – აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.

კითხვაზე, რამდენს იწონის მიხეილ სააკაშვილი, ჩხაიძემ განაცხადა, რომ „ექიმების თვითმიზანი არ არის წონის კონტროლი, რადგან ამაზე პაციენტის რეაქცია არაერთგვაროვანია“.

„მოდით, წონაზე ნუ გავამახვილებთ ყურადღებას. პერიოდულად აღენიშნება ტემპერატურა, მაგრამ მაინც რჩება ნორმის ფარგლებში. კვებას რაც შეეხება, გრძელდება 400-500 კილოკალორიის ფარგლებში, მეტი არაფერი. ჩვენი თვითმიზანი არ არის წონის კონტროლი, რადგან პაციენტის რეაქციაც ამაზე არაერთგვაროვანია, ამიტომ, როდესაც თვითონ გადაწყვეტს, მაშინ მოხდება მისი აწონვა“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

რაც შეეხება კითხვას, სტრასბურგში სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ადვოკატებმა „ვივამედის“ კლინიკიდან დამატებითი დოკუმენტები ხომ არ გამოითხოვეს, ჩხაიძემ განაცხადა:

„არა, ჩვენთვის რაიმე დამატებითი კვლევა არ ყოფილა ამის შესახებ“, – განაცხადა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა