ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ტერორისტულმა სახელმწიფომ მალე აგოს პასუხი ყველაფერზე, რაც გააკეთა

ნახვები: 516 ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ტერორისტულმა სახელმწიფომ მალე აგოს პასუხი ყველაფერზე, რაც გააკეთა

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ტერორისტულმა სახელმწიფომ რაც შეიძლება მალე აგოს პასუხი ყველაფერზე, რაც გააკეთა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მზადდება სანქციების ახალი პაკეტი მათ წინააღმდეგ, ვინც რუსული აგრესიის გახანგრძლივებას უწყობს ხელს.

„ჩვენ ვამზადებთ რამდენიმე მნიშვნელოვან, მძლავრ ნაბიჯს, რათა უფრო მეტად გავაერთიანოთ პარტნიორები და მივცეთ მეტი ენერგია რუსული აგრესიის დანაშაულისთვის ტრიბუნალის შესაქმნელად და რომ დაჩქარდეს ტერორისტული სახელმწიფოს დამარცხება. უკრაინისთვის და მსოფლიოსთვის საკმარისი არ არის, რომ რუსეთი იყოს სუსტი, როგორც ეს უკვე ხდება. ის უნდა იყოს პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც მან გააკეთა. ჩვენ ასევე ვამზადებთ ახალ სანქციებს ტერორისტულ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში მომუშავე პირებთან და კომპანიებთან, უცხოურ სუბიექტებთან მიმართებაში, რომელთა მიწოდება ეხმარება რუსეთს ამ აგრესიის გახანგრძლივებაში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ტერორისტულმა სახელმწიფომ რაც შეიძლება მალე აგოს პასუხი იმაზე, რაც გააკეთა. ვინც ამზადებს ასეთ სარაკეტო თავდასხმებს, არ შეიძლება არ იცოდეს, რომ ის გახდება მკვლელობის თანამონაწილე. ვინც სამიზნეში იღებს და უშვებს რაკეტებს, ვინც უზრუნველყოფს თვითმფრინავებს და გემებს ტერორისთვის, არა მხოლოდ ისინი, ვინც ბრძანებებს გასცემს, არამედ ყველა, თქვენ ყველანი ტერორისტები და მკვლელები ხართ და ყველა უნდა დაისაჯოთ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა