სააკაშვილი: კამათი იმაზე, უნდა შევსულიყავით თუ არა პარლამენტში ან მივიღოთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, არსებითად უსაგნოა
ტრამპი: უკრაინის დარტყმები რუსეთის ენერგეტიკაზე ძალიან სერიოზული დარტყმაა რუსეთისთვის
ზელენსკი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ: აშშ-სა და უკრაინას სურთ, ომი ზამთრამდე დასრულდეს
ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ
გოგნის ტყე: ვიკამათოთ ფაქტებით
France to srengthen Ukraine’s air defense with radars, interceptor missiles — Macron
FM Sybiha criticizes Budapest’s stance on Ukraine, says Orbán has gone, but his policies thriving
Zelensky meets with U.S. senators to discuss sanctions, anti-ballistic protection

რამზან კადიროვი კერძო რუსული სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლისგან მოითხოვს, ბახმუტთან პოზიციები დაიცვას, ვიდრე ადგილზე ჩეჩენი მებრძოლები ჩავლენ

ნახვები: 682 რამზან კადიროვი კერძო რუსული სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლისგან მოითხოვს, ბახმუტთან პოზიციები დაიცვას, ვიდრე ადგილზე ჩეჩენი მებრძოლები ჩავლენ

ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი კერძო რუსული სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლისგან მოითხოვს, ბახმუტთან პოზიციები დაიცვას, ვიდრე ადგილზე ჩეჩენი მებრძოლები ჩავლენ.

ამის შესახებ კადიროვი ვიდეორგოლში აცხადებს, რომელიც მან სოციალური ქსელებით გაავრცელა.

„ვიდრე ჩვენ მოვალთ, ვიდრე დავარიგებ პოზიციებს, შენ იქნები დაცვაში და როდესაც ჩვენ დავიწყებთ შეტევას, მხოლოდ მაშინ განვსაზღვრავთ, სად უნდა წახვიდე შემდგომში. ჩვენ სრულად უნდა შევცვალოთ სიტუაციის განვითარება. შენ მე ყოველთვის მეუბნებოდი, რომ კაცური წესებით ცხოვრობ. ამიტომ მე გესაუბრები ამ წესებით: შენ უნდა გააკეთო ეს და ეს. შენ დაგიკავშირდება ხალხი და აგიხსნიან“,  – ამბობს კადიროვი.

ამას გარდა, კადიროვი აცხადებს, რომ პრიგოჟინმა ჩეჩენ მებრძოლებს ფრონტის ყველაზე რთული ნაწილები დაუტოვა.

„მან ყველზე კარგი ადგილები აიღო, მისთვის კომფორტული. დანარჩენი, რთულ ადგილებზე უნდა წავიდეთ. ეს უკანასკნელი ბრძოლაა“, – ამბობს კადიროვი.

ამასთან, კადიროვი აცხადებს, რომ კერძო რუსული კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლების ბახმუტთან ყოფნა საჭიროა, რადგან მათ იციან ლანდშაფტი.

„თუ თქვენ დარჩებით ჩვენთან ერთად, გპირდებით, ჩვენ მოგცემთ მეტს, შევქმნით უკეთეს პირობებს, ვიდრე დღეს გაქვთ და შევეცდებით, რომ თქვენ ყველაფერი უმაღლეს დონზე გქონდეთ“, – ამბობს ჩეჩნეთის მეთაური.

როგორც ცნობილია, ჩეჩნეთის მეთაურმა უკვე გაუგზავნა ოფიციალური წერილი რუსეთის პრეზიდენტს, რომელშიც ის პუტინს სთხოვს, ბახმუტთან მდებარე კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლების მიერ დაკავებულ პოზიციებზე ჩეჩნური სპეცრაზმის, „ახმატის“ წევრები გაგზავნონ.

ამერიკულ ომის შემსწავლელ ინსტიტუტში ვარაუდობენ, რომ კადიროვსა და პრიგოჟინს შორის საჯარო სივრცეში მიმდინარე პოლემიკა, შესაძლოა, მიუთითებდეს, რომ ისინი ბახმუტთან წარუმატებელ შეტევაზე პასუხისმგებლობის რუსული არმიისთვის დაკისრებას გეგმავენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა