ჯო უილსონი - ჩინეთსა და ირანზე შეყვარებული და ამერიკის მოძულე, კორუმპირებული ივანიშვილი საქართველოს დემოკრატიიდან დიქტატურად გადაქცევას ცდილობს
ჯო უილსონი - ტრამპმა ნათელი გახადა რა პოზიცია აქვს ამერიკის თვითგამოცხადებულ მტრებზე - თუ ივანიშვილი ბოლომდე მიიყვანს საქართველოს დემოკრატიის განადგურების გეგმას 29 დეკემბერს, უნდა ელოდოს პასუხს, როგორსაც ვერასდროს წარმოიდგენდა
გიორგი გახარია - პროტესტის დაყვანა შენობიდან გამოსვლა-დარჩენამდე და რეზიდენციის ფიზიკურად დაცვის იდეა, პროტესტს აუფასურებს
ანალენა ბერბოკი - საქართველოსთვის 200 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების პროექტები შევაჩერეთ - განვიხილავთ შემდგომ ზომებს
სალომე ზურაბიშვილი - არც თუ ისე ბევრი ქვეყანაა, რომელსაც თავისი ევროპული მომავლისთვის ყველა ეროვნული უმცირესობის ერთ მარშში გაერთიანება შეუძლია
ირაკლი რუხაძე: კობახიძეს ვუთხარი, უნდა იყოთ ფხიზლად, რომ რაღაცები არ გააკეთოთ შეცდომით
რუსეთმა აშშ-ის ჰელსინკის კომისია "არასასურველ ორგანიზაციად" გამოაცხადა
In Black Sea, one enemy missile carrier with total volley of up to 4 “Kalibr”

ხვიჩა კვარაცხელია და დამარცხებული ერი

08.05.2023 ნახვები: 3877

საქართველო მხურვალედ, გულწრფელად, და ომახიანად ზეიმობს საფეხბურთო გამარჯვებას - „ნაპოლი“ გახდა იტალიის ჩემპიონი!! საკითხავია, ვის გაუხარდა მეტად - თავად ნეაპოლელებს, თუ ქართველებს.

დამარცხებულ ერს ერთად-ერთი რამ დარჩენია - სხვისი გამარჯვება იზეიმოს. ეს საერთოდ დამახასიათებელია წაგებას მიჩვეული ერისთვის - ის თვითონ ვერ იმარჯვებს, იმიტომ, რომ სუსტია, გონებაჩლუნგია, არ ჰყოფნის არც ბრძოლისუნარიანობა, არც ნებისყოფა, ის თვითონ მუდამ წაგებულია, თუმცა, საკუთარ ბრალეულობას ჯიუტად არ აღიარებს და ყველაფერში ვიღაცა სხვას ადანაშაულებს.

მაგრამ ადამიანი ასეთი არსებაა - მას სჭირდება წარმატება, ეს მისი გენეტიკის ნაწილია. ადამიანი, ადამიანთა ჯგუფი, თუ ქვეყანა, რომელიც მუდამ აგებს, ცდილობს ნუგეშის მოპოვებას სხვის გამარჯვებებში. ქართველები გულმხურვალედ ზეიმობენ გერმანიის ან არგენტინის გამარჯვებას საერთაშორისო ჩემპიონატებში.

სხვა რა გზა აქვთ - სული ითხოვს ზეიმს, საქართველოს ნაკრები კი ვერასდროს ვერაფერს ვერ მოიგებს. ჰო და აკეთებს ქართველი იმას, რაც დარჩენია - ეკედლება სხვის გამარჯვებას.

„ჩვენ გავიმარჯვეთ“ - ზეიმობენ ქართველები არგენტინის ნაკრების გამარჯვებას, გამოდიან ქუჩაში არგენტინის დროშებით, ცეკვავენ, გულწრფელად, ბავშვურად უხარიათ. არ უჩნდებათ კითხვა - „ჩვენ“ - ეს ვინ? სად „ჩვენ“ და სად არგენტინა?

ალბათ, რომელიმე არგენტინელმა რომ ნახოს, ეს ძალიან უცნაური სანახაობა - ძალიან გაუკვირდება - საქართველოდან არგენტინამდე 10 000 კილომეტრია და ამ ხალხს ჩვენი გამარჯვება ასე ძალიან რატომ უხარიათ?

წარმატებისკენ სწრაფვის ერთ-ერთი მაჩვენებელია ისიც, რომ საქართველო უეცრად გახდა რაგბის ქომაგი ქვეყანა. ეს ახალი მოვლენაა ჩვენს ისტორიაში - რაგბი ჩვენში ყოველთვის იყო მესამეხარისხოვანი სპორტი, რომლის მიმართაც ინტერესი იყო დაახლოებით ისეთივე, როგორც ფრენბურთისადმი.

მაგრამ მოხდა სასწაული - 90-ან წლებში, საყოველთაო მარცხების და სირცხვილის პერიოდში მორაგბეებმა დაიწყეს მოგება, ამიტომაც სპორტის ეს სახეობა იმათაც კი შეიყვარეს, ვინც აქამდე რაგბის თამაშის წესებიც კი არ იცოდა. რაგბმა აჩუქა დამარცხებულ ერს გამარჯვების შეგრძნება, და ეს დაუფასდა...

დამარცხებული ერის სინდრომია ასევე გადამეტებული ყურადღება იმათ მიმართ, ვინც რაიმე წარმატებას მიაღწია უცხოეთში - ქვეყანა ცხოვრობს მათი ცხოვრებით, იკვებება მათი გამარჯვებით, აღმერთებს მათ წარმატების პერიოდი და ივიწყებს, როგორც კი „თეთრ“ ზოლს შავი შეცვლის - წაგება და მარცხი მათ გარეშეც კარგად შეგვიძლია.

დღეს ქართველებისთვის სხვისი წარმატებით დატკბობის და მისი გაფეტიშების სიმბოლოა ხვიჩა კვარაცხელია. მას რთული ამოცანა ეკისრება - ის გახდა ეროვნული მარცხების და დამცირების კომპენსირების ერთ-ერთი შესაძლებლობა.

„ჩვენ გავიმარჯვეთ!“ ამბობს საქართველო და ვერ იაზრებს - ხვიჩამ გაიმარჯვა, იმიტომ რომ იშრომა, იმუშავა, ირბინა, ოფლი დაღვარა, არ ზარმაცობდა, კაი ბიჭობას არ აწვებოდა, „ჩემი დედას შე..ცი“, არ ამბობდა, და ეს ტრიუმფი ნამდვილად დაიმსახურა. იმედია, რომ ნაპოლი არ არის მისი ბოლო გუნდი, და ის კიდევ და კიდევ წინ წავა.

მაგრამ რა შუაში ხართ მის გამარჯვებასთან თქვენ? ბეჩავები, ლუზერები, უსაქმურები, რომლებსაც სპორტთან ტოტალიზატორის გარდა არაფერი გაკავშირებთ?

„ჩვენ მოვიგეთ!!“. ეს ვინ, ჩვენ? ხვიჩამ მოიგო, და კიდევ ბევრს მოიგებს, თქვენ რა შუაში რა კიდეში?

სხვის გამარჯვებებთან მიკედლება და სხვისი წარმატებებით ცხოვრება, ისევე როგორც მუდმივად წარსულით ტკბობა - სუსტი და უბადრუკი ერების ხვედრია, ძლიერი ერი ზეიმობს თავის გამარჯვებებს ერთი საღამო და მეორე დილას ივიწყებს - ის მომავალ გამარჯვებებს ამზადებს.

წარუმატებელი, სუსტი, და გონებადაქვეითებული ერი მუდამ იცხოვრებს სხვისი ზეიმებით ან წარსულით და 1000 წელი გაიხსენებს თბილისის დინამოს გამარჯვებას „კარლ ცეისზე“.. აბა მეტი რა ქნას?

ავტორი: თენგიზ აბლოთია

ნეიშენ ჯორჯია

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა