კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ჯორჯია მელონი - ახლა არ არის დრო პუტინის მიმართ შემხვედრი ნაბიჯების გადასადგმელად, არამედ დასავლეთმა მოსკოვისგან დათმობები უნდა მოითხოვოს

ნახვები: 343 ჯორჯია მელონი - ახლა არ არის დრო პუტინის მიმართ შემხვედრი ნაბიჯების გადასადგმელად, არამედ დასავლეთმა მოსკოვისგან დათმობები უნდა მოითხოვოს

იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის განცხადებით, ახლა არ არის დრო ვლადიმერ პუტინის მიმართ შემხვედრი ნაბიჯების გადასადგმელად. მისივე თქმით, პირიქით, დასავლეთმა მოსკოვისგან დათმობები უნდა მოითხოვოს.

აღნიშნული განცხადება მელონიმ კვიპროსში, ევროკავშირის ლიდერების არაფორმალურ შეხვედრამდე ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მედიის წარმომადგენლებმა მას „დიდი ოცეულის“ სამიტზე  ვლადიმერ პუტინის შესაძლო მიწვევის საკითხზე დაუსვეს კითხვა.

„დიდი ოცეულის“ სამიტზე პუტინის მონაწილეობას რაც შეეხება, ვფიქრობ, ახლა ჩვენ უნდა მოვთხოვოთ პუტინს რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა და არა თავად გადავდგათ ნაბიჯი. ამერიკელებმა, განსაკუთრებით ბოლო თვეებში, რუსეთის მიმართ გარკვეული შემხვედრი ნაბიჯები უკვე გადადგეს, თუმცა საპასუხოდ ამდენივე ნაბიჯი არ გვინახავს. ჩემი აზრით, ახლა სწორედ მათი მოთხოვნის დროა“, – განაცხადა მელონიმ.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ რუსეთმა აშშ-ში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე მონაწილეობის მიწვევა მიიღო. 23 აპრილს, ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინის მიწვევის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ აქვს, თუმცა აღნიშნა, რომ ამის წინააღმდეგი არ იქნებოდა.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთს ელოდებიან „დიდი შვიდეულის“ ფორმატში მონაწილეობის მისაღებად, რადგან აშშ წარმატებული და პროდუქტიული სამიტის ჩატარებაზეა ორიენტირებული.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა