მარტა კოსი: საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა — რაც ახლა ხდება, გაფართოების ანგარიშში აისახება
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე

ხატია დეკანოიძე - უკრაინას ნამდვილად შეუძლია, იყოს დიდი ადვოკატი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად

ნახვები: 564 ხატია დეკანოიძე - უკრაინას ნამდვილად შეუძლია, იყოს დიდი ადვოკატი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად

საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროინტეგრაციის გზაზე ისევ ერთად თუ ივლიან, მნიშვნელოვანი იქნება, უკრაინას ნამდვილად შეუძლია, იყოს ძალიან დიდი ადვოკატი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძე ასევე გამოეხმაურა უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებას, სადაც არახამია აღნიშნავს, რომ საქართველოში ჩამოსვლა უნდოდა და ამერიკელებმა თავის შეკავება სთხოვეს.

„დავით არახამია ვერ ჩამოვიდა საქართველოში კონკრეტულად იმ ანტიუკრაინული განცხადებების ფონზე, როდესაც მეგობარი ქვეყნები ურჩევდნენ მას, რომ ეს შეიძლება, ახალი დაძაბულობის ფონი ყოფილიყო, ჩემთვის ეს არის კატასტროფა. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინასთან არ მაკავშირებს ძალიან დიდი და მრავალმხრივი ურთიერთობა, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის განცალკევება არ შეიძლებოდა და არ შეიძლება ამ ძალიან მძიმე მომენტში, როდესაც ჩვენ ევროპისკენ და ნატო-ში ინტეგრაციის ძალიან სერიოზულ ფაზას გავდივართ. ეს ძალიან აზარალებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას. დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოში არჩევნების შემდეგ იქნება ხელისუფლება, რომელიც რეალური სტრატეგიული პარტნიორი იქნება როგორც უკრაინის, ასევე მოლდოვის. ასევე, შეწყდება ანტიდასავლური და ანტიუკრაინული ისტერია.

უკრაინა არის ძალიან მძიმე ვითარებაში. რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიაა უკრაინაში, ოკუპირებულია ტერიტორიები, ბავშვებისა და მოქალაქეების გენოციდი მიდის. და მაშინ, როდესაც ამ პოზიციაში საქართველოს ხელისუფლება აკრიტიკებს უკრაინის ხელისუფლებას და ანტიუკრაინულ გზავნილებს ავრცელებს, ეს, პირველ რიგში, ეხება გზავნილს, ყველას ომი უნდა და საქართველოში ყველას მეორე ფრონტი სურს, მან ამაზეც პასუხი გასცა. ეს, რა თქმა უნდა, აზიანებს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას.

ჩემი დიდი სურვილია, ისეთი ურთიერთობები დასრულდეს, როგორიც ახლა გვაქვს. ის ურთიერთობები აღდგეს, რომელიც საქართველოს უკრაინასთან აქვს. ქართველ ხალხზე ახლობელი, როგორც უკრაინელები ამბობენ, არავინ ეგულებათ. სამწუხაროა, რომ 24 თებერვლის შემდეგ სწორედ საქართველოს ხელისუფლებამ გახსნა ეს ანტიუკრაინული ცეცხლი უკრაინის მიმართ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა