ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

პაატა მანჯგალაძე - ცუდი რა არის, საქართველოში ახალგაზრდებმა იცოდნენ იარაღთან დამოკიდებულება, რუსეთი რომ ნახავს, ყველა ბუჩქთან შეიარაღებული ადამიანი დახვდება, აღარ გაბედავს, რასაც წლებია, ბედავს

10.05.2023 ნახვები: 542

რუსეთი რომ ნახავს, საქართველოში ადვილი გასეირნება არ ელოდება და აქ დახვდება ყველა ბუჩქთან შეიარაღებული ადამიანი, მაშინ არ გაბედავს იმას, რასაც წლებია, ბედავს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პროპაგანდაა შალვა პაპუაშვილის განცხადება, თითქოს იარაღის მოპყრობის კურსები IRI-მ დააფინანსა.

„პაპუაშვილი იმის მაგალითია, სკამი ადამიანს როგორ ცვლის. სამწუხაროა, რასაც ბოლო პერიოდში ვუყურებთ, პაპუაშვილი ჩამოყალიბდა რიგით პროპაგანდისტად. „ქართული ოცნების“ ე.წ ექსპერტების 1000-ლარიან და შალვა პაპუაშვილის განცხადებებში ვერანაირ განსხვავებას ვერ ნახავთ. პროპაგანდაა, თითქოს იარაღის მოპყრობის კურსები IRI-მ დააფინანსა. ზურაბ ჯაფარიძესთან ის არის აბსოლუტურად სხვა მიმართულება. ცუდი რა არის, რომ საქართველოში, რომელიც ოკუპირებულია, ახალგაზრდებმა იცოდნენ იარაღთან დამოკიდებულება. არანაირი რევოლუცია და გადატრიალება. სამშობლო რომ დავიცვათ, იმისთვის არის საჭირო ეს უნარები. რუსეთი რომ ნახავს, საქართველოში ადვილი გასეირნება არ ელოდება და აქ დახვდება ყველა ბუჩქთან შეიარაღებული ადამიანი, მაშინ არ გაბედავს იმას, რასაც წლებია, ბედავს. სირცხვილი არ არის? პაპუაშვილი, რომელიც ჩამოყალიბდა არასამთავრობო ორგანიზაციებში, თავად ამბობს დონორი ვიყავიო. შალვა, დონორი რომ იყავით და ეს საქმე კარგად იცით, დღეს, როგორც პროპაგანდისტი, თქვენივე გადაღებულ პროპაგანდისტულ ფილმებს თავად რომ იჯერებთ, ამაშია ზუსტად პრობლემა. არ მიხარია, რომ ამ მდგომარეობაშია დღეს შალვა პაპუაშვილი. აუდიტის სამსახური სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების მიზნობრიობის მონიტორინგს ატარებს, სხვა ფუნქციებიც აქვს, მაგრამ ძირითადად ესაა. IRI-სთან დაკავშირებით ეს თუ ასეა, აუდიტის სამსახური კი არ უნდა დაინტერესდეს, თუ რევოლუცია იგეგმება, ამით სხვა უწყებები უნდა დაინტერესდნენ. ეს ასე არ არის, პროპაგანდაა. აუდიტის ფუნქცია არ არის, ამერიკის გადასახადის გადამხდელების ფული რაში იხარჯება. აუდიტის სამსახურმა აუდიტი უნდა გაუკეთოს, საქართველოს ბიუჯეტი რაში იხარჯება. თუ ოპოზიცია მოვა იარაღით, არეულობა და ქაოსი იქნება, ამ ყველაფრის უკან თქვენ დგახართ. ეს პარალელური რეალობა „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა. IRI-ს ტრენინგი კი არ იყო, ეს იყო აბსოლუტურად დამოუკიდებელი შეხვედრა, რომელიც თავად „გირჩი – მეტი თავისუფლებამ“ დააორგანიზა. აქ IRI არაფერ შუაში არ არის. ბატონ შალვას მივმართავ, აუდიტის სამსახური მაინც შეზღუდულია მანდატში და მოდით, ფინანსური პოლიცია შევუშვათ არა მარტო აქ, არამედ ამერიკის სათავო ოფისშიც შევუშვათ ფინანსური პოლიცია, იქნებ რამე არ იყოს სწორად, ეს ხუმრობით“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა