სააკაშვილი: კამათი იმაზე, უნდა შევსულიყავით თუ არა პარლამენტში ან მივიღოთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, არსებითად უსაგნოა
ტრამპი: უკრაინის დარტყმები რუსეთის ენერგეტიკაზე ძალიან სერიოზული დარტყმაა რუსეთისთვის
ზელენსკი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ: აშშ-სა და უკრაინას სურთ, ომი ზამთრამდე დასრულდეს
ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ
გოგნის ტყე: ვიკამათოთ ფაქტებით
France to srengthen Ukraine’s air defense with radars, interceptor missiles — Macron
FM Sybiha criticizes Budapest’s stance on Ukraine, says Orbán has gone, but his policies thriving
Zelensky meets with U.S. senators to discuss sanctions, anti-ballistic protection

თბილისსა და მცხეთაში მდინარე მტკვრის დონე სამი დღით ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება

ნახვები: 689 თბილისსა და მცხეთაში მდინარე მტკვრის დონე სამი დღით ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება

სს „ეპ ჯორჯია გენერაცია“ 13-დან 15 მაისის ჩათვლით, ​ზაჰესისა და ორთაჭალჰესის წყალსაცავებზე გეგმურ სამუშაოებს განახორციელებს. როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, დაგეგმილია ორივე ჰიდროელექტროსადგურის წყალსაცავების გეგმური გარეცხვა, რაც მათი სასარგებლო მოცულობის შენარჩუნებას და დაგროვილი ნაგვის გაწმენდა-გატანას ისახავს მიზნად.

„სამუშაოები კანონმდებლობით დადგენილი გარემოსდაცვითი ნორმებისა და უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით ჩატარდება. სამუშაოები შეთანხმებულია საქართველოს სახელმწიფო ელექტრო სისტემასთან და გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან.

წყალსაცავების გარეცხვითი სამუშაოები სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება, რაც გამოიწვევს ზაჰესის 3-დღიან და ორთაჭალჰესის 2-დღიან გაჩერებას და შესაბამისად, თბილისში და მცხეთაში მდ. მტკვარის კალაპოტში წყლის დონე დაიწევს და დაუბრუნდება ბუნებრივ ნიშნულს.

სს „ეპ ჯორჯია გენერაცია“ კომპანიის საკუთრებაში არსებული ჰესების წყალსაცავების გაწმენდით სამუშაოებს ყოველწლიურად ატარებს, რაც ჰიდროელექტროსადგურების ეფექტურ მუშაობას უწყობს ხელს“,- აღნიშნულია „ეპ ჯორჯია გენერაციას“ განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა