მეორადი ჩარიცხვის შედეგად უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 1 242-მა აბიტურიენტმა მოიპოვა
სააკაშვილი: კამათი იმაზე, უნდა შევსულიყავით თუ არა პარლამენტში ან მივიღოთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, არსებითად უსაგნოა
ტრამპი: უკრაინის დარტყმები რუსეთის ენერგეტიკაზე ძალიან სერიოზული დარტყმაა რუსეთისთვის
ზელენსკი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ: აშშ-სა და უკრაინას სურთ, ომი ზამთრამდე დასრულდეს
ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ
გოგნის ტყე: ვიკამათოთ ფაქტებით
France to srengthen Ukraine’s air defense with radars, interceptor missiles — Macron
FM Sybiha criticizes Budapest’s stance on Ukraine, says Orbán has gone, but his policies thriving

თბილისში, ართვინის ქუჩაზე კედლის მოწყობის სამუშაოების დროს ფერდობი ჩამოიშალა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა

ნახვები: 678 თბილისში, ართვინის ქუჩაზე კედლის მოწყობის სამუშაოების დროს ფერდობი ჩამოიშალა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა

თბილისში, ართვინის ქუჩაზე კედლის მოწყობის სამუშაოების დროს ფერდობი ჩამოიშალა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისის მერიაში განუცხადეს, ართვინის ქუჩა N67-ში, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით,  კომპანია „ოუ ნი“ ასრულებდა გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოებს, რა დროსაც ჩამოიშალა ავარიული ფერდობის მასა და მოიყოლა კომპანიის ორი თანამშრომელი.

თბილისის მერიაში აღნიშნავენ, რომ მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, რომელიც დაადგენს, რამ გამოიწვია ფერდის ჩამოშლა.

საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა