მარტა კოსი: საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა — რაც ახლა ხდება, გაფართოების ანგარიშში აისახება
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე

ლევან ხაბეიშვილი - ნუ ცდით ქართველი ხალხის მოთმინებას

ნახვები: 564 ლევან ხაბეიშვილი - ნუ ცდით ქართველი ხალხის მოთმინებას

სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოს ტერიტორიაზე მიღება არის როგორც მორალური, ისე სამართლებრივი აბსურდი და ქვეყნის ღალატი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი წერს.

ხაბეიშვილი ხელისუფლებას მიმართავს, ნუ „ცდის ქართველი ხალხის მოთმინებას“.

მისი ინფორმაციით, „ყვარლის ტბასთან“ მიმდინარე პროტესტისას პოლიციამ დააკავა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და აქტივისტები. ის პოლიციას მათი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

„ყვარელში პროტესტის დროს - დაკავებულია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი - დიმიტრი ჩიქოვანი, საგარეჯოს საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ დავით დიღმელაშვილი, გურჯაანის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ რამაზ ქერეჭაშვილი, ყვარელის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა ღონიაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი ტიტე გედენიძე.

ენმ-ის წევრები: გიორგი და ალიკა მირაქოვები, ბექა პაპაშვილი, ლაშა ხუსკივაძე, გიორგი გეწაძე, ნიკა ნარსია. ასევე, დაკავებულები არიან ენმ-ის სხვა წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები - დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ ანტიპუტინისტური აქციის მონაწილეები.

ქართველი ხალხის ნება არის ძალიან მარტივი და გასაგები, ჩვენ გვინდა გვქონდეს სახელმწიფო, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, სახელმწიფო, რომელიც მოემსახურება ჩვენი ერის იდენტობის დაცვას და პროგრესს.

წლების მანძილზე, რუსეთის იმპერიალისტური ზრახვების განხორციელებისთვის სამსახურში მრავალი ადამიანი ყოფილა. მათგან ერთ-ერთი გამორჩეული ნამდვილად არის აგერ უკვე 2 ათწლეულის განმავლობაში რუსეთის საგარეო მინისტრი - სერგეი ლავროვი.

ლავროვი, რომელიც მინიმუმ ამ ბოლო 20 წლის განმავლობაში, დაკავებულია მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმის შემზადებით, მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის შელახვით და დამოუკიდებელი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის, ანექსიის პოლიტიკის გატარებით.

სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოს ტერიტორიაზე მიღება არის როგორც მორალური, ისე სამართლებრივი აბსურდი და ქვეყნის ღალატი, რადგან ეს ადამიანები არათუ არ აღიარებენ, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ მათი სამსახურია საქართველოს, უკრაინის და სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის შელახვა და ოკუპაცია.

ქართველი ხალხი აპროტესტებს საკუთარი ქვეყნის შეურაცხყოფას და საკუთარი იდენტობის, ისტორიის, მომავლის გაქრობის მცდელობას.

ნუ ცდით ქართველი ხალხის მოთმინებას, ისწავლეთ რამე 7-10 მარტის მოვლენებისგან.

ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე”, - წერს ხაბეიშვილი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი საქართველოშია და ის სასტუმრო „ყვარლის ტბაზე“ იმყოფება.

არსებული ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახი კახეთში გრანდიოზული ქორწილისთვის ემზადება. ქორწილი ლავროვის სიძის, ალექსანდრე ვინოკუროვის ძმას ექნება.

სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლე არ შეესაბამება.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ლავროვის გვარით სასტუმროში სტუმარი არ ფიქსირდება და არც აქამდე დაფიქსირებულა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა