ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day
FM Sybiha: Ukraine plans to buy weapons from Poland by year-end using EUR 125M loan
Defense Forces strike Russian Irbis mobile radar station
US considering easing sanctions on shadow fleet – Reuters
Zelensky, Macron discuss ways to counter Russian air attacks

შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ 56 ხმის მოპოვება სჭირდება, რომ მათი კანდიდატი გახდეს ვიცე-სპიკერი, თუ ვერ დაარწმუნებენ დეპუტატებს, ვერ იქნება არჩეული

ნახვები: 531 შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ 56 ხმის მოპოვება სჭირდება, რომ მათი კანდიდატი გახდეს ვიცე-სპიკერი, თუ ვერ დაარწმუნებენ დეპუტატებს, ვერ იქნება არჩეული

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სულ მცირე, 56 დეპუტატი უნდა დაარწმუნოს, რომ ვიცე-სპიკერობის მათ კანდიდატს დაუჭირონ მხარი.

მისივე თქმით, მათ ამისთვის უნდა იზრუნონ, ფრაქციებთან თუ პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციები გაიარონ.

„რეგლამენტით და კონსტიტუციით პარლამენტის წევრს აქვს თავისუფალი მანდატი. ეს ნიშნავს, რომ ის წყვეტს, დაუჭიროს მხარი თუ არა კენჭისყრაზე დაყენებულ საკითხს. რომელ ღილაკს მიაჭიროს თითი, ამას მხოლოდ პარლამენტის წევრი წყვეტს, ვერც რეგლამენტი აიძულებს რამეს და ვერც სხვა რაიმე დადგენილება. ამიტომ, გადაწყვეტილება პარლამენტმა, პარლამენტის უმრავლესობამ უნდა მიიღოს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, კანდიდატის დამსახელებელმა ფრაქციამ სხვა ფრაქციებთან თუ პოლიტიკურ ჯგუფებთან გაიაროს კონსულტაციები. თუ არ ვცდები, დღესდღეობით, „ნაციონალურ მოძრაობას“ 20 წევრი ჰყავს ფრაქციაში, ვიცე-სპიკერის არჩევისთვის საჭიროა 76 ხმა, მათ აკლიათ 56 ხმა. უნდა იზრუნონ, რომ 56 ხმა მოიპოვონ. 56 ადამიანი უნდა ნახონ. რა ვიცი, სადაც უნდათ, იქ ნახონ. ოცნი არიან, სჭირდებათ 56 ადამიანი, რომ გახდეს ვიცე-სპიკერი. ეს უკვე პოლიტიკური ნაწილია, მათ უნდა დაარწმუნონ სულ მცირე 56 დეპუტატი, რომელიც მათ ფრაქციაში არ არის, რომ მხარი დაუჭირონ. თუ დაარწმუნებენ, არჩეული იქნება, თუ ვერ დაარწმუნებენ, ვერ იქნება არჩეული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა