ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day
FM Sybiha: Ukraine plans to buy weapons from Poland by year-end using EUR 125M loan
Defense Forces strike Russian Irbis mobile radar station
US considering easing sanctions on shadow fleet – Reuters
Zelensky, Macron discuss ways to counter Russian air attacks

სალომე ზურაბიშვილი - ანტი-ევროპულ კამპანიებს მხოლოდ პოლიტიკურ მარგინალიზაციამდე მიჰყავხარ

ნახვები: 531 სალომე ზურაბიშვილი - ანტი-ევროპულ კამპანიებს მხოლოდ პოლიტიკურ მარგინალიზაციამდე მიჰყავხარ

ანტი-ევროპულ კამპანიებს მხოლოდ პოლიტიკურ მარგინალიზაციამდე მიჰყავხარ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მისი თქმით, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან საქართველოს მთავრობები პრო-ევროპულ პლატფორმებს წინ აყენებდნენ და ყველას მუდმივი პროგრესი მოჰქონდა ამ გზაზე.

„პრეზიდენტმა გამსახურდიამ საქართველო თავისუფალი სახელმწიფოების ევროპულ რუკაზე დააბრუნა. პრეზიდენტმა შევარდნაძემ პირველმა დააინიცირა ევროატლანტიკური ინტეგრაციის იდეა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა საქართველოს ევროკავშირთან და ნატო-სთან ინტეგრაცია მისი რეფორმების დღის წესრიგის პრიორიტეტი გახადა, და მისი მმართველობის დროს საქართველო სამეზობლო პოლიტიკას და აღმოსავლეთ პარტნიორობას შეუერთდა.

2012 წელს “ქართული ოცნების” მთავრობა პრო-ევროპული დღის წესრიგით იქნა არჩეული, და ამ მხრივ ზოგიერთ საკვანძო მომენტს მიაღწია ამ მხრივ. ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ვიზა-ლიბერალიზაცია თავის დროზე იქნა მიღწეული. კონსტიტუცია 2016 წელს შეიცვალა, რათა ევროატლანტიკური ინტეგრაცია მოეცვა და ეს ისეთი რამეა, რაც არავის არ უნდა დაგვავიწყდეს.

გამოწვევებისა და უცხოური აგრესიების მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობა არ ყოყმანობდა, უარი არ უთქვამს და არ შეძრწუნებულა. ის თავის პოზიციაზე იდგა. ხალხი პროევროპული კურსის ხერხემალი იყო, მხარს უჭერდა და ხანდახან წინ უძღვებოდა ან თავის მთავრობას აძალებდა, როდესაც მიყვებოდა ევროატლანტიკური ინტეგრაციამდე გზას. გამოკითხვებმა ევროპული ინტეგრაციის მუდმივი მხარდაჭერა აჩვენეს და სამართლიანია ვთქვათ, რომ ევროპაში ბევრი ქვეყანაა, რომელსაც ევროპული ენთუზიაზმის ასეთი დონის შეშურდებოდა…

ეს გაკვეთილია დღევანდელი საქართველოს პოლიტიკისთვის - ანტი-ევროპულ კამპანიებს მხოლოდ პოლიტიკურ მარგინალიზაციამდე მიჰყავხარ,” - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა