მეორადი ჩარიცხვის შედეგად უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 1 242-მა აბიტურიენტმა მოიპოვა
სააკაშვილი: კამათი იმაზე, უნდა შევსულიყავით თუ არა პარლამენტში ან მივიღოთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, არსებითად უსაგნოა
ტრამპი: უკრაინის დარტყმები რუსეთის ენერგეტიკაზე ძალიან სერიოზული დარტყმაა რუსეთისთვის
ზელენსკი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ: აშშ-სა და უკრაინას სურთ, ომი ზამთრამდე დასრულდეს
ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ
გოგნის ტყე: ვიკამათოთ ფაქტებით
France to srengthen Ukraine’s air defense with radars, interceptor missiles — Macron
FM Sybiha criticizes Budapest’s stance on Ukraine, says Orbán has gone, but his policies thriving

ანა წითლიძე - პრეზიდენტის გულწრფელობაში დავრწმუნდებით მხოლოდ მაშინ, როცა გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ბერკეტს

ნახვები: 678 ანა წითლიძე - პრეზიდენტის გულწრფელობაში დავრწმუნდებით მხოლოდ მაშინ, როცა გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ბერკეტს

პრეზიდენტს აქვს ვალდებულება, 12 რეკომენდაციის შესრულებაში შეიტანოს თავის წვლილი, ეს მას შეუძლია, თუ გამოიყენებს უფლებას, რაც მას აქვს - შეიწყალებს საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომელმაც გააკეთა ყველაზე მეტი ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის და შეიწყალებს პოლიტიკურ პატიმარ ნიკა გვარამიას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა შეაფასა.

მისი თქმით, მას სწორი აქცენტები ჰქონდა სიტყვით გამოსვლაში, მაგრამ მხოლოდ სწორი აქცენტები ვერ დაეხმარება ქვეყნის ევროპულ მომავალს, ხოლო მის გულწრფელობაში, რომ ქვეყნის ევროპული ბედი ადარდებს, მაშინ დარწმუნდება, როცა ამას საქმით დაამტკიცებს. წითლიძე აცხადებს, რომ სწორედ ამას ელოდებიან მისგან პარტნიორები.

"პრეზიდენტის გულწრფელობაში დავრწმუნდებით მხოლოდ მაშინ, როცა ის გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ბერკეტს, შეიწყალებს საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გააკეთა ყველაზე მეტი და ახლა იმყოფება პატიმრობაში, როცა ის შეიწყალებს პოლიტიკურ პატიმარს ნიკა გვარამიას და თუ ქალბატონი პრეზიდენტი გულწრფელია თავის სიტყვებში, როცა საუბრობდა ევროპულ არჩევანზე და ქართველი ხალხის ურყევ ნებაზე, გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი, მაშინ საქართველოს პრეზიდენტს აქვს ასევე ვალდებულება, რომ 12 რეკომენდაციის შესრულებაში შეიტანოს თავის წვლილი, ეს მას შეუძლია თუ გამოიყენებს უფლებას, რომელიც მას აქვს - შეიწყალებს საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომელმაც გააკეთა ყველაზე მეტი ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის და შეიწყალებს პოლიტიკურ პატიმარ ნიკა გვარამიას", - განაცხადა ანა წითლიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა