სააკაშვილი: კამათი იმაზე, უნდა შევსულიყავით თუ არა პარლამენტში ან მივიღოთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, არსებითად უსაგნოა
ტრამპი: უკრაინის დარტყმები რუსეთის ენერგეტიკაზე ძალიან სერიოზული დარტყმაა რუსეთისთვის
ზელენსკი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ: აშშ-სა და უკრაინას სურთ, ომი ზამთრამდე დასრულდეს
ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ
გოგნის ტყე: ვიკამათოთ ფაქტებით
France to srengthen Ukraine’s air defense with radars, interceptor missiles — Macron
FM Sybiha criticizes Budapest’s stance on Ukraine, says Orbán has gone, but his policies thriving
Zelensky meets with U.S. senators to discuss sanctions, anti-ballistic protection

საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ისთვის ემზადება

ნახვები: 686 საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ისთვის ემზადება

უკვე სამი დღეა, საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში შეიკრიბა და ევრო 2024-ის შესარჩევი ჯგუფის მატჩებისთვის „დინამო თბილისის“ საწვრთნელ ბაზაზე ემზადება.

ვილი სანიოლის გუნდი კვლავ არასრული შემადგენლობით ვარჯიშობს. მესამე დღეს გამართულ წვრთნაში 17 ფეხბურთელი მონაწილეობდა. უკვე გუნდთან ერთად არიან მეკარე გიორგი ლორია და ცენტრალური მცველი საბა კვირკველია.

ნაკრების პრესსამსახურის ცნობით, გუნდს უახლოეს დღეებში შეუერთდებიან გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, ოთარ კიტეიშვილი, საბა ლობჟანიძე და გიორგი მიქაუტაძე.

ყველაზე საინტერესოა, რომ სიაში ზურიკო დავითაშვილია. საფრანგეთის ლიგა 2-ის ბოლო ტურში მისი გუნდის, „ბორდოსა“ და „როდეზის“ მატჩი ჩაიშალა, რომელზეც ვერდიქტს საფრანგეთის ფედერაცია 12 ივნისის შემდეგ გამოიტანს, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს დავითაშვილს ნაკრების შეკრებაზე გამოცხადებაში ხელს არ შეუშლის.

მატჩების განრიგი
17 ივნისი, 22:45
კვიპროსი – საქართველო
20 ივნისი, 22:45
შოტლანდია – საქართველო

საქართველოს ნაკრების შეხვედრების ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო (FM 102.3).

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა