ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს გამარჯვებულები 16 ივნისს გამოვლინდებიან

ნახვები: 517 გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს გამარჯვებულები 16 ივნისს გამოვლინდებიან

16 ივნისს წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართება.  პირველი ქალი პროგრამისტის, გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო USAID-ის ინიციატივით ტარდება. თიბისი მესამე წელია პროექტის მთავარი პარტნიორი და თანაორგანიზატორია. ჯილდოს მიზანია როგორც წარმატებული ქალების აღიარება ICT სფეროში, ისე იმ პროგრამებისა და ორგანიზაციების წარმოჩენა, რომლებიც საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორში ქალების გაძლიერებას უწყობენ ხელს.

2023 წლის გამარჯვებულები დაჯილდოების ცერემონიაზე გახდებიან ცნობილები, ადგილობრივმა და საერთაშორისო ჟიურიმ კი ფინალისტები უკვე 6 კატეგორიაში გამოავლინა https://www.ictwomen.ge/finalists 

გასული წლების მსგავსად, თიბისი ტექნოლოგიური სტარტაპისა და მომავლის ლიდერის ნომინაციებში გამარჯვებულებს მხარს დაუჭერს და მათ საჭიროებებზე მორგებულ პროგრამებს შეიმუშავებს.

"გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო თავისი არსით იზიარებს თიბისის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიის ღირებულებებს. ჩვენთვის პროექტის მთავარი პარტნიორობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ქალებს მუდამ ვუჭერთ მხარს და მზად ვართ, წელსაც შევიტანოთ წვლილი საინტერესო ადამიანების აღმოჩენასა და წახალისებაში", — ამბობს გვანცა მურღვლიანი, თიბისის ადამიანური კაპიტალის მართვის დირექტორი.

პროექტის მხარდამჭერები ასევე არიან: Visa, UN Women, Majorel, UGT, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) , აჭარა ჯგუფი, Lineate და გენდერული თანასწორობის საბჭო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა