სააკაშვილი: კამათი იმაზე, უნდა შევსულიყავით თუ არა პარლამენტში ან მივიღოთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, არსებითად უსაგნოა
ტრამპი: უკრაინის დარტყმები რუსეთის ენერგეტიკაზე ძალიან სერიოზული დარტყმაა რუსეთისთვის
ზელენსკი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ: აშშ-სა და უკრაინას სურთ, ომი ზამთრამდე დასრულდეს
ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ
გოგნის ტყე: ვიკამათოთ ფაქტებით
France to srengthen Ukraine’s air defense with radars, interceptor missiles — Macron
FM Sybiha criticizes Budapest’s stance on Ukraine, says Orbán has gone, but his policies thriving
Zelensky meets with U.S. senators to discuss sanctions, anti-ballistic protection

მიხაილ პოდოლიაკი - პრიგოჟინმა პუტინი თითქმის გაანულა, დაამცირა ის და სახელმწიფო, აჩვენა, რომ ძალადობაზე მონოპოლია აღარ არსებობს

ნახვები: 692 მიხაილ პოდოლიაკი - პრიგოჟინმა პუტინი თითქმის გაანულა, დაამცირა ის და სახელმწიფო, აჩვენა, რომ ძალადობაზე მონოპოლია აღარ არსებობს

ევგენი პრიგოჟინმა დაამცირა პუტინი და სახელმწიფო, აჩვენა, რომ ძალადობაზე მონოპოლია აღარ არსებობს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„პრიგიჟინის ფენომენალური არჩევანი… შენ თითქმის გაანულე პუტინი, კონტროლი დაამყარე ხელისუფლების ცენტრალურ ორგანოებზე, მიხვედი მოსკოვამდე და უცებ, უკან იხევ. იმიტომ, რომ საეჭვო რეპუტაციის მქონე ერთი სპეციფიკური შუამავალი (ლუკაშენკო) დაგპირდა უსაფრთხოების გარანტიებს ადამიანისგან (პუტინისგან), რომელმაც დილით შენი განადგურების განკარგულება გასცა. იმ შიშის გამო, რომელიც პუტინის ელიტამ ბოლო 24 საათში გამოსცადა, ეს განკარგულება აუცილებლად შესრულდება. თუმცა ამას სარგებლის გარეშე არ ჩაუვლია, პრიგოჟინმა დაამცირა პუტინი და სახელმწიფო, აჩვენა, რომ ძალადობაზე მონოპოლია აღარ არსებობს“, – წერს პოდოლიაკი „ტვიტერში“.

ცნობისთვის, ევგენი პრიგოჟნის პრესსამსახურმა ტელეგრამ-არხში გაავრცელა „ვაგნერის“ დამფუძნებლის აუდიმიმართვა, რომლის მიხედვითაც „ვაგნერის“ მებრძოლები, რომლებიც მოსკოვისკენ მიემართებოდნენ, თავიანთ კოლონებს უკან აბრუნებენ. ასევე, ცნობილი გახდა, რომ „ვაგნერის“ მებრძოლები დონის როსტოვს ტოვებენ. მანამდე, ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბელარუსის ლიდერმა „ვაგნერის“ ხელმძღვანელთან მოლაპარაკებები გამართა და პრიგოჟინმა მიიღო შეთავაზება რუსეთის ტერიტორიაზე „ვაგნერის“ მებრძოლების გადაადგილების შეჩერების შესახებ. ამასთან, კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხებისკენ მოწოდების ბრალდებით აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება და ის ბელარუსში გადავა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა