შვიდი ამერიკელი სენატორი ტრამპის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება — „აშშ-მა პუტინს ფინანსური დახმარება არ უნდა გაუწიოს“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთმა „ენერგეტიკული ზავი“ გამოცხადებისთანავე დაარღვია
ურსულა ფონ დერ ლაიენი ზელენსკის სრულ მხარდაჭერას უცხადებს - ევროკავშირი უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის დამატებით დაფინანსებას გამოუყოფს
რუსეთი საქართველოსგან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს და ე.წ. სახელმწიფო საზღვრების დადგენას მოითხოვს
კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს

იენს სტოლტენბერგი - პუტინი უკრაინაში თუ გაიმარჯვებს, ეს მსოფლიოს უფრო სახიფათოს გახდის

ნახვები: 545 იენს სტოლტენბერგი - პუტინი უკრაინაში თუ გაიმარჯვებს, ეს მსოფლიოს უფრო სახიფათოს გახდის

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის წევრმა ქვეყებმა უკრაინის მხარდაჭერის უდიდესი ნება გამოვალინეს.

სტოლტენბერგის თქმით, სოციოლოგიური გამოკითხვები აჩვენებს, რომ ეს მხარდაჭერა ახლაც ძალიან მტკიცეა, თუმცა ცხადია, ის სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირია.

„უკრაინის მიმართ მხარდაჭერა მტკიცეა, რადგან ხალხი უკრაინის მიმართ სოლიდარულია. ტრაგედია იქნება უკრაინისთვის, თუ პუტინი გაიმარჯვებს. ასევე, ხალხი ხვდება ძალიან მარტივ ფაქტს, რომ თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ეს მხოლოდ უკრაინელებისთვის არ იქნება ცუდი, ეს იქნება სახიფათო ჩვენთვისაც, რადგანაც ეს იქნება გზავნილი ყველა ავტორიტარი ლიდერისთვის, რომ როდესაც ისინი არღვევენ საერთაშორისო კანონმდებლობას და იჭრებიან სხვა ქვეყანაში, მაშინ ისინი იღებენ იმას, რაც სურთ. ეს კი მსოფლიოს უფრო სახიფათოს გახდის და ჩვენ უფრო დაუცველები ვიქნებით. ასე რომ, ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებშია, რომ დავუჭიროთ მხარი უკრაინას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე განმარტებით, ახლა ნატო-ს მოკავშირეები გაცილებით მეტ ფულს აბანდებენ თავდაცვაში. სტოლტენბერგის თქმით, ამას ასახავს ის ანგარიში, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა და რომლის მიხედვითაც, ევროპასა და კანადაში თავდაცვის ხარჯების ზრდა 8,3 პროცენტს შეადგენს.

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-ს სამიტიდან მთავარი მკაფიო გზავნილი იქნება, რომ ალიანსი მხარს უჭერს უკრაინას და შეინარჩუნებს ამ მხარდაჭერას.

„ომი თავისი ბუნებით არაპროგნოზირებადია, ომი გრძელდება იმაზე დიდხანს, ვიდრე ჩვენ ამას ველოდებით, მაგრამ ერთადერთი პასუხი არის, რომ ვდგავართ უკრაინის გვერდით, რამდენი ხანიც მას ეს დასჭირდება. ჩვენ შევინარჩუნებთ ჩვენს მხარდაჭერას, ეს იქნება მკაფიო მესიჯი ამ სამიტიდან, ეს იყო მკაფიო მესიჯი ნატო-სგან და პარტნიორი ქვეყნებისგან ომის დაწყების დღიდან“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, უკრაინის მხრიდან კონტრშეტევა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

„ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ომი დაიწყო 2014 წელს. რაც ჩვენ ვნახეთ გასული წლის თებერვალში, იყო სრულმასშტაბიანი შეჭრა, ალიანსი მხარს უჭერს უკრაინას 2014 წლიდან. უკრაინის მხრიდან კონტრშეტევა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, უკრაინელები იბრუნებენ თავიანთ მიწას, უკან წევენ რუს ოკუპანტებს, თუმცა ისინი აწყდებიან ძალიან ძლიერ წინააღმდეგობას რუსეთის თავდაცვის ძალებისგან, მაგრამ, კიდევ ერთხელ, ჩვენი ერთადერთი პასუხი არის, რომ ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა