სააკაშვილი: კამათი იმაზე, უნდა შევსულიყავით თუ არა პარლამენტში ან მივიღოთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, არსებითად უსაგნოა
ტრამპი: უკრაინის დარტყმები რუსეთის ენერგეტიკაზე ძალიან სერიოზული დარტყმაა რუსეთისთვის
ზელენსკი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ: აშშ-სა და უკრაინას სურთ, ომი ზამთრამდე დასრულდეს
ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ
გოგნის ტყე: ვიკამათოთ ფაქტებით
France to srengthen Ukraine’s air defense with radars, interceptor missiles — Macron
FM Sybiha criticizes Budapest’s stance on Ukraine, says Orbán has gone, but his policies thriving
Zelensky meets with U.S. senators to discuss sanctions, anti-ballistic protection

ბათუმის ნავსადგურში საკრუიზო გემის შემოსვლას აპროტესტებენ, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან

ნახვები: 684 ბათუმის ნავსადგურში საკრუიზო გემის შემოსვლას აპროტესტებენ, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან

საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ბათუმის ნავსადგურში. მოქალაქეები საკრუიზო გემის შემოსვლას აპროტესტებენ, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან. საკრუიზო ხომალდი ბათუმში სოჭიდან შემოვიდა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დაირღვა ოკუპაციის კანონი. აქციაზე ისმის სტვენა და სხვადასხვა შეძახილი.

საკრუიზო გემის ტერიტორიას პოლიცია იცავს. კორდონის გარღვევა აქციის მონაწილეებმა მხოლოდ ერთხელ სცადეს, როდესაც გემზე ერთ-ერთმა პირმა რუსეთის დროშა გამოფინა, თუმცა სიტუაცია მნიშვნელოვნად არ დაძაბულა. ამასთან, საკრუიზო ხომალდის ერთ-ერთმა მგზავრმა აქციაზე შეკრებილებს შეურაცხმყოფელი ჟესტით მიმართა.

აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც. 

ხომალდის შემოსვლასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, რომელშიც ნათქვამია, რომ საკრუიზო გემის, ASTORIA GRANDE-ს შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. „გემთმფლობელი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია Goodwin Shipping Limited-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება“, – აცხადებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა