სააკაშვილი: კამათი იმაზე, უნდა შევსულიყავით თუ არა პარლამენტში ან მივიღოთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, არსებითად უსაგნოა
ტრამპი: უკრაინის დარტყმები რუსეთის ენერგეტიკაზე ძალიან სერიოზული დარტყმაა რუსეთისთვის
ზელენსკი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ: აშშ-სა და უკრაინას სურთ, ომი ზამთრამდე დასრულდეს
ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ
გოგნის ტყე: ვიკამათოთ ფაქტებით
France to srengthen Ukraine’s air defense with radars, interceptor missiles — Macron
FM Sybiha criticizes Budapest’s stance on Ukraine, says Orbán has gone, but his policies thriving
Zelensky meets with U.S. senators to discuss sanctions, anti-ballistic protection

თემურ მღებრიშვილი - მოვუწოდებ მოსახლეობას, ნებისმიერი სახის ინფორმაციაზე მოგვმართონ როგორც ცხელ ხაზზე, ასევე 112-ში

ნახვები: 690 თემურ მღებრიშვილი - მოვუწოდებ მოსახლეობას, ნებისმიერი სახის ინფორმაციაზე მოგვმართონ როგორც ცხელ ხაზზე, ასევე 112-ში

ამ დროის ინფორმაციით, ნაპოვნია ხუთი ცხედარი, რომლებიც გადასვენებულია პროზექტურაში. საერთო ჯამში, 16 ცხედარია მოძიებული სტიქიის ზონაში და მიმდინარეობს ცხედრების იდენტიფიცირება, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა შოვში, სტიქიის ზონაში ყოფნისას განაცხადა.

როგორც თემურ მღებრიშვილმა აღნიშნა, სამაშველო ღონისძიებები დღეს დილიდან აქტიურად მიმდინარეობს.

„აქტიური სამუშაოების შედეგად მოეწყო მდინარეზე გადასასვლელი რკინის კონსტრუქციის ხიდი, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ გადავისროლოთ ყველა ის საჭირო ტექნიკა, რითიც მთელი ღამის განმავლობაში აქტიურად გავაგრძელებთ საძიებო სამუშაოებს“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

კითხვაზე, თითქოს ერთ-ერთი დაკარგული დაუკავშირდა მასწავლებელს და მას სთხოვა დახმარება, თემურ მღებრიშვილმა აღნიშნა, რომ გადამოწმდა ეს ინფორმაცია და სიმართლეს არ შეესაბამება.

„ჩვენი მხრიდან აბსოლუტურად ხდება ნებისმიერი სახის ინფორმაციის გადამოწმება. ამ კონკრეტულ შემთხვევაზე, თქვენ რაზეც საუბრობთ, თითქმის გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს, სამწუხაროდ, აღმოჩნდა არასწორი, არასრული ინფორმაცია. კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას, ნებისმიერი სახის ასეთი ინფორმაციის, არ შემიძლია, ახლა სიტყვა „ტყუილი“ ვიხმარო, არასწორი ინფორმაცია, დავარქვათ ასე, თუკი ვინმე საჭიროდ ჩათვლის ინფორმაციის რაიმე სახით გადამოწმებას, მოგვმართოს როგორც ცხელ ხაზზე, ასევე 112-ში დააფიქსიროს ზარი და ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად მყისიერად მოხდება ყველანაირი სახის ინფორმაციის გადამოწმება, შემდეგ დადასტურება ან უარყოფა. ამ დროისთვის შვიდი ცხედარია იდენტიფიცირებული, თუმცა პროცესი გრძელდება და დღის ბოლომდე, ვფიქრობ, გარკვეული სიახლეები გვექნება ამ მიმართულებით. ჩვენ დღეს ორი მანქანა აღმოვაჩინეთ მდინარის კალაპოტში. ამ დროისთვის მიმდინარეობს აღნიშნული მანქანების ამოღება მდინარის კალაპოტიდან. შიგნით არ აღმოჩდნენ ადამიანები. ერთ-ერთი მანქანის მეპატრონეებიც დადგენილი გვყავს – ცოცხლები, ჯანმრთელები არიან. ასე რომ, ნებისმიერი სახის ინფორმაცია მოწმდება 100%-ის სიზუსტით“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

კითხვაზე,  ვრცელდება ინფორმაცია, რომ კვლავ ხდება მდინარის ბუბას დაგუბება, თემურ მღებრიშვილმა აღნიშნა: „გვაქვს მსგავსი ინფორმაცია, სწორედ ამ წუთებში მიმდინარეობდა საგანგებო თათბირი, სადაც განხილული იქნა აღნიშნული საკითხი. რა თქმა უნდა, მიმდინარეობს დაკვირვება და აყვანილია კონტროლის ქვეშ აღნიშნული საკითხი, ამ დროისთვის საფრთხეს არ წარმოდგენს“.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა