ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ვახტანგ გომელაური - სულ ექვსი ვერტმფრენი გვყავს, სამი ახალი ვერტმფრენი საფრანგეთში შევიძინეთ, არსებული ვერტმფრენები ტექნიკურად ყველანაირად გამართულია

ნახვები: 516 ვახტანგ გომელაური - სულ ექვსი ვერტმფრენი გვყავს, სამი ახალი ვერტმფრენი საფრანგეთში შევიძინეთ, არსებული ვერტმფრენები ტექნიკურად ყველანაირად გამართულია

ჩვენ სულ ექვსი ვერტმფრენი გვყავს, სამი ახალი ვერტმფრენი საფრანგეთში შევიძინეთ და წესით, მარტში უნდა ჩამოვიდეს პირველი, შემდეგ წელს დასრულდება შემოყვანა, ვერტმფრენი ხომ მანქანა არ არის, გახვიდე და ბაზრობაზე იყიდო, რიგებია და ამაზე თითქმის ერთი წელი ვმუშაობდით, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა შოვში განაცხადა.

მინისტრის თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში არსებული ვერტმფრენები სრულად გამართულია.

„ნაყიდი გვაქვს ვერტმფრენები, სწავლება და გადამზადება უნდათ პილოტებს და ა. შ. იგივე ვერტმფრენებია ესენიც, უბრალოდ, ისინი ახლებია, იგივე შეუძლია არსებულსაც. არსებული ვერტმფრენები ტექნიკურად ყველანაირად გამართულია. არც ერთი პილოტი არ აფრინდება, თუ გამართული არ არის. უტარდება ტექდათვალიერება ყოველ წელს და ჩათვალეთ, ახალი ვერტმფრენია, უბრალოდ, ძველი გამოშვებაა და ძველს ხომ არ ვიყიდდით ისევ?! ვიყიდეთ ახლები“, – განაცხადა გომელაურმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა