სააკაშვილი: კამათი იმაზე, უნდა შევსულიყავით თუ არა პარლამენტში ან მივიღოთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, არსებითად უსაგნოა
ტრამპი: უკრაინის დარტყმები რუსეთის ენერგეტიკაზე ძალიან სერიოზული დარტყმაა რუსეთისთვის
ზელენსკი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ: აშშ-სა და უკრაინას სურთ, ომი ზამთრამდე დასრულდეს
ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ
გოგნის ტყე: ვიკამათოთ ფაქტებით
France to srengthen Ukraine’s air defense with radars, interceptor missiles — Macron
FM Sybiha criticizes Budapest’s stance on Ukraine, says Orbán has gone, but his policies thriving
Zelensky meets with U.S. senators to discuss sanctions, anti-ballistic protection

დიმიტრი მედვედევი - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთთან შეერთების იდეა კვლავ პოპულარულია

ნახვები: 681 დიმიტრი მედვედევი - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთთან შეერთების იდეა კვლავ პოპულარულია

აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთთან შეერთების იდეა კვლავ პოპულარულია და ის შეიძლება, განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზი იარსებებს, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

„დასავლეთმა უნდა ისწავლოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, მაგრამ აუცილებელი გაკვეთილი. 2008 წელს შევაჩერეთ თბილისზე თავდასხმა, როდესაც მოვახერხეთ წარმოშობილი საფრთხეების აღმოფხვრა და უსაფრთხოების გარანტია. მაგრამ ახლა ვითარება კვლავ აქტიურად იძაბება. როგორც ჩანს, სურთ, რომ უკრაინის ფლანგთან ერთად, ჩვენს საზღვრებთან დაძაბულობის კიდევ ერთი კერა შეიქმნას. ისევ მიდის საუბარი ნატო-ში საქართველოს შესაძლო გაწევრიანებაზე“, – აღნიშნა მედვედევმა.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ასევე აცხადებს, რომ საქართველოში, თითქოს დაკვეთით, „რუსოფობიური აფეთქებები“ დაიწყო.

„ჩვენ არ გვჭირდება 2008 წლის ისტორიის გამეორება. ჩვენ მზად ვართ, გავუმკლავდეთ პრობლემებს მოლაპარაკებების მაგიდასთან გაერო-ს წესდების სულისკვეთებით. მაგრამ თუ ჩვენს შეშფოთებას რეალური საფრთხე დაემუქრება, ჩვენ არ მოგვერიდება. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთთან შეერთების იდეა კვლავ პოპულარულია. ის შეიძლება, განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზი იარსებებს. დასავლეთისთვის მოვლენების მსგავსად შემობრუნება იქნება კიდევ ერთი სამარცხვინო ფიასკო და გავლენის დაკარგვის კიდევ ერთი სიმბოლო. ისტორია კი სასტიკად სჯის ყველას, ვინც უგულებელყოფს მის გაკვეთილებს“, – ამბობს მედვედევი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა