სააკაშვილი: კამათი იმაზე, უნდა შევსულიყავით თუ არა პარლამენტში ან მივიღოთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, არსებითად უსაგნოა
ტრამპი: უკრაინის დარტყმები რუსეთის ენერგეტიკაზე ძალიან სერიოზული დარტყმაა რუსეთისთვის
ზელენსკი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ: აშშ-სა და უკრაინას სურთ, ომი ზამთრამდე დასრულდეს
ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ
გოგნის ტყე: ვიკამათოთ ფაქტებით
France to srengthen Ukraine’s air defense with radars, interceptor missiles — Macron
FM Sybiha criticizes Budapest’s stance on Ukraine, says Orbán has gone, but his policies thriving
Zelensky meets with U.S. senators to discuss sanctions, anti-ballistic protection

დატბორილი ქუჩები, მოგლეჯილი ხეები - ძლიერი წვიმა თბილისში

ნახვები: 691 დატბორილი ქუჩები, მოგლეჯილი ხეები - ძლიერი წვიმა თბილისში

თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩების ნაწილი დაიტბორა. მოქალაქეები სოციალურ ქსელებში ავრცელებენ ვიდეოებს, სადაც ჩანს, რომ მანქანებსა და ფეხით მოსიარულეებს გადაადგილება უჭირთ.

ამასთან, როგორც სოციალურ ქსელის მომხმარებლები წერენ, წყალი ჩავიდა მეტროს ვაგონებშიც. მათივე ცნობით, ელიავასთან რამდენიმე ხეა მოგლეჯილი.

"თბილისში მოსულმა ძლიერმა ნალექმა და ქარმა პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს. დატბორილია ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები.

თბილისის მუნუციპალიტეტის ყველა შესაბამისი უწყება, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, სრულად არის მობილიზებული და დაწყებულია პრობლემების აღმოფხრა.

ადგილზე იმყოფებიან თბილისის ყველა რაიონის გამგეობების წარმომადგენლები.

მოვუწოდებთ მოსახლეობას, თავი შეიკავონ ქუჩებში გადაადგილებისგან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22", - ნათქვამია მერიის განცხადებაში. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა