სააკაშვილი: კამათი იმაზე, უნდა შევსულიყავით თუ არა პარლამენტში ან მივიღოთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, არსებითად უსაგნოა
ტრამპი: უკრაინის დარტყმები რუსეთის ენერგეტიკაზე ძალიან სერიოზული დარტყმაა რუსეთისთვის
ზელენსკი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ: აშშ-სა და უკრაინას სურთ, ომი ზამთრამდე დასრულდეს
ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ
გოგნის ტყე: ვიკამათოთ ფაქტებით
France to srengthen Ukraine’s air defense with radars, interceptor missiles — Macron
FM Sybiha criticizes Budapest’s stance on Ukraine, says Orbán has gone, but his policies thriving
Zelensky meets with U.S. senators to discuss sanctions, anti-ballistic protection

ფარცხალაძის დაცვა მედიას ფიზიკურად გაუსწორდა, მათი სამიზნე "ტვ პირველი" და "ტვ ფორმულა" იყო - წართმეულია აპარატურა და მობილური ტელეფონიც

ნახვები: 685 ფარცხალაძის დაცვა მედიას ფიზიკურად გაუსწორდა, მათი სამიზნე "ტვ პირველი" და "ტვ ფორმულა" იყო - წართმეულია აპარატურა და მობილური ტელეფონიც

ოთარ ფარცხალაძის დაცვა შაბათის ფორმულას ჟურნალისტსაც გაუსწორდა ფიზიკურად -  ამის შესახებ გიორგი თარგამაძის ფორმულას ეთერში დავით ქაშიკაშვილმა ისაუბრა. 

"ჩვენს ჟურნალისტსაც კი სცემა მისმა დაცვამ სწორედ ამ მიზეზით, რომ ის ეუბნებოდა, რომ ქუჩა და გზა ვერ იქნება კერძო ტერიტორია და არ შეეპუა მათ უარს. ოთარ ფარცხალაძის სახლთა სანამ მივიდოდნენ, ფიზიკურ შეხლა-შემოხლასაც ჰქონდა ადგილი. იმდენად დაიძაბა სიტუაცია, რომ საბოლოოდ სასწრაფო დახმარების გამოძახების გახდა საჭირო, იმიტომ, რომ დაზიანება აქვს მარიამს თავზე", - თქვა დავით ქაშიკაშვილმა. 

ჟურნალისტის თქმით, დაცვის გაღიზიანება ფარცხალაძის ადგილსამყოფელის შესახებ დასმულმა კითხვამ გამოიწვია. 

ასევე სოციალურ ქსელში პოსტს, "ტვ პირველის" საინფორმაციოს უფროსი და "ნოდარ მელაძის შაბათის" წამყვანი, ნოდარ მელაძე ავრცელებს და წერს, რომ "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს ფარცხალაძის დაცვა ფიზიკურად გაუსწორდა, წაართვეს აპარატურა და ჟურნალისტს მობილური ტელეფონი. 

"ოთარ ფარცხალაძის დაცვა თავს დაესხა, შაბათის ეთერის გადამღებ ჯგუფს, წაართვა სამაუწყებლო აპარატურა რომელსაც ამ დრომდე არ აბრუნებს.

შაბათის ეთერის აეროგადაღების კამერის დანახვის შემდეგ, ისინი თავდასხმაზე გადავიდნენ, წაართვეს ტელეფონი ჩვენს ჟურნალისტს Mariam Gaphrindashvili სავარაუდოდ ცდილობდნენ მობილურიდან, მისი პირადი ინფორმაციის და ტელეფონში შენახული კადრების მოპოვებას.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური • Special Investigation Service ჟურნალისტებზე თავდასხმის თაროზე შემოდებული საქმეების რიგში უნდა ჩაწეროთ ეს, თუ რუსეთის მოქალაქე ოთარ ფარცხალაძის დაცვაა თქვენთვის მთავარი.
საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia ზედამხედველობას ახორციელებს პროკურატურა და ველოდებით თქვენს რეაგირებას.", - წერს მელაძე
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა