სალომე ზურაბიშვილი - ყველას ეხება რეჟიმის პოლიტიკა, ყველას ავიწროებს და ყველას შესაძლებლობების გზას უკეტავს
ელინა ვალტონენი ეუთო-ს მინისტერიალზე - საქართველოში ჩემი ვიზიტი დემოკრატიულ უკუსვლასა და სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან როლს შეეხო
ჯეიმს მაკკლირი - საქართველოდან ნამდვილად შოკისმომგვრელი ამბავია - ისინი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებენ
საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, რითაც საფრანგეთის მთავრობას მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციების დაწესებას
Two civilians killed and 13 wounded in Donetsk region in 24 hours from Russian shelling
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,140 over past day
NATO alone to decide on Ukraine’s membership, Canada’s FM says
Collapse of Rosneft's revenues threatens related sectors of Russia's economy – intelligence

ილია II - როგორც ჯვარცმით არ დამთავრებულა მაცხოვრის ამქვეყნიური ყოფა, არამედ აღდგომითა და ამაღლებით, ჩვენი ქვეყანაც, თუ ქრისტეს მცნებების ერთგული იქნება, აღდგება და ამაღლდება სულიერად

27.09.2023 ნახვები: 597

გვწამს, რომ, როგორც ჯვარცმით არ დამთავრებულა მაცხოვრის ამქვეყნიური ყოფა, არამედ აღდგომითა და ამაღლებით, ჩვენი ქვეყანაც, თუ ქრისტეს მცნებების ერთგული იქნება და აღდგება და ამაღლდება სულიერად, აუცილებლად აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II განცხადებაში წერს, რომელსაც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„დღეს, 27 სექტემბერს, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ჯვართამაღლებას, - ბიზანტიის იმპერატორ წმინდა კონსტანტინეს დედის, წმინდა დედოფალ ელენეს, მიერ სამი საუკუნის შემდეგ იმ ჯვრის პოვნას, რომელზეც მაცხოვარი აწამეს.

ეს დღე დიდად მნიშვნელოვანია მთელი ქრისტიანული სამყაროსათვის. შევნიშნავთ იმასაც, რომ იგი ამავე დროს მწუხარების დღეცაა, რადგან ვნების შვიდეულის პარასკევის და იმ დანაშაულის გახსენების დღეა, რომელიც კაცთა მოდგმამ ჩაიდინა ღმერთის ჯვარცმით.

ამ განცდას ჩვენთვის ემატება მწუხარებაც სოხუმის დაცემის გამო, რაც 30 წლის წინ სწორედ ამ დღეს მოხდა და, ბუნებრივია, საქართველოსთვის ეს მოუშუშებელი ჭრილობაა.

მაგრამ ქრისტიანობა ტკივილთან ერთად იმედისა და სიხარულის რელიგიაა და ჩვენც გვწამს, რომ, როგორც ჯვარცმით არ დამთავრებულა მაცხოვრის ამქვეყნიური ყოფა, არამედ აღდგომითა და ამაღლებით, ჩვენი ქვეყანაც, თუ ქრისტეს მცნებების ერთგული იქნება და აღდგება და ამაღლდება სულიერად, აუცილებლად აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას.

ინებოს ღმერთმა ყოველი ჩვენგანის სულიერი აღდგომა და ამაღლება.

ღმერთმა დალოცოს საქართველოს ყველა კუთხე, მათ შორის აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, და მკვიდრნი მათ შინა;

ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს ჩვენი სამშობლო და მოგვასწროს გაერთიანებულ და გამთლიანებულ საქართველოს, ამინ! „, - აღნიშნულია პატრიარქის განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა