სააკაშვილი: კამათი იმაზე, უნდა შევსულიყავით თუ არა პარლამენტში ან მივიღოთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, არსებითად უსაგნოა
ტრამპი: უკრაინის დარტყმები რუსეთის ენერგეტიკაზე ძალიან სერიოზული დარტყმაა რუსეთისთვის
ზელენსკი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ: აშშ-სა და უკრაინას სურთ, ომი ზამთრამდე დასრულდეს
ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ
გოგნის ტყე: ვიკამათოთ ფაქტებით
France to srengthen Ukraine’s air defense with radars, interceptor missiles — Macron
FM Sybiha criticizes Budapest’s stance on Ukraine, says Orbán has gone, but his policies thriving
Zelensky meets with U.S. senators to discuss sanctions, anti-ballistic protection

მაია კოპალეიშვილი - პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის შინაარსი აშკარად პოლიტიკურია

ნახვები: 691 მაია კოპალეიშვილი - პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის შინაარსი აშკარად პოლიტიკურია

პრეზიდენტთან მიმართებით მიმდინარე იმპიჩმენტის შინაარსი აშკარად პოლიტიკურია - სასამართლომ დასკვნის ჩამოყალიბებისას ბეწვის ხიდზე უნდა გაიაროს, რომ არ ასცდეს კონსტიტუციით დადგენილ წესრიგს და ღირებულებებს და თუნდაც მისდა უნებურად არ მოექცეს პარლამენტის პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა, მაია კოპალეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, სადაც სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა მიმდინარეობს.

კოპალეიშვილის თქმით, მოწინააღმდეგე მხარის წარდგინება დაუსაბუთებელია და „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი სრულიად უსაფუძვლოდ დაიწყო.

„ბუნებრივია, სასამართლოს პასუხისმგებლობა ძალიან დიდია, რადგან ეს შესაძლოა, იქცეს პარლამენტის უმრავლესობის პოლიტიკური ბრძოლის იარაღად საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ, რადგან პრეზიდენტთან მიმართებით მიმდინარე იმპიჩმენტის შინაარსი არის აშკარად პოლიტიკური, არც აქვს კონსტიტუციური, სამართლებრივი გამართლება და სასამართლომ ბეწვის ხიდზე უნდა გაიაროს დასკვნის ჩამოყალიბებისას, რომ არ ასცდეს კონსტიტუციით დადგენილ წესრიგს და ღირებულებებს და თუნდაც მისდა უნებურად, არ მოექცეს პარლამენტის პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ. წარდგინების გაცნობისას ყველა ვრწმუნდებით, რომ პარლამენტის პოლიტიკური უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი წარდგინება არის დაუსაბუთებელი, ვერ პასუხობს იმპიჩმენტისთვის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს, წარდგინება ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნის საფუძვლიანობის სტანდარტს და მიუხედავად ჩემი თქვენდამი პატივისცემისა, ძვირფასო სასამართლო, უნდა მოგახსენოთ, რომ წარდგინება არ უნდა მიეღო სასამართლოს არსებითად განსახილველად,“ - განაცხადა კოპალეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა