ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძეს - სად გადის ზღვარი თქვენს უპრინციპობაში, თქვენს უღირსობაში

ნახვები: 516 თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძეს - სად გადის ზღვარი თქვენს უპრინციპობაში, თქვენს უღირსობაში

სად გადის ზღვარი თქვენს უპრინციპობაში, სად გადის ზღვარი თქვენს უღირსობაში, როდესაც ამხელა კაცი და „პატარა კაცი“, რომელიც ძალიან დამსახურებულად და რბილად გითხრეს, ბედავთ ამ ტონალობით ლაპარაკობთ პრეზიდენტზე, - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისივე განმარტებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოსახლეობის „90%-ის ნების წინააღმდეგ მიდის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს“.

„ბატონო ირაკლი,თქვენ იყავით ბანერებზე, როდესაც საკუთარ ამომრჩეველს “პრინციპულiარჩევანისკენ”მოუწოდებდით - “აირჩიე თავისუფლება, აირჩიე ღირსება, არა დიქტატურას” -ხომ თქვენ იყავით, ხომ არ მეშლება?ახლა რომ ამ მასკარადში ვართ, იმიტომ გახსენებთ თქვენ. მაინტერესებს იმიტომ, რომ ეს სამართლებრივი პროცესი არ მგონია, კანონიც თქვენს თავზე მოირგეთ და კონსტიტუციასაც თქვენს სასარგებლოდ იყენებთ. სად გადის ზღვარი თქვენს უპრინციპობაში, სად გადის ზღვარი თქვენს უღირსობაში, როდესაც თქვენ ამხელა კაცი დგახართ აქ ტრიბუნიდან და „პატარა კაცი“, რომელიც ძალიან დამსახურებულად და რბილად გითხრეს, ბედავთ ამ ტონალობით ლაპარაკობთ პრეზიდენტზე?ასევე ძალიან მაინტერესებს, როდესაც ერთი წლის წინ იყო კონსტიტუციის თქვენეული გაგებით დარღვევა პრეზიდენტის მხრიდან, როდესაც უნებართვოდ წავიდა დასავლეთში და როდესაც ახლა კანდიდატის სტატუსის მიღების წინ გამოგაქვთ, იმიტომ, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების მცირე შესაძლებლობა ჩაშალოთ. როდესაც ევროკავშირიდან გეუბნებიან, რომ ეს საუკეთესო დრო არ არის და თქვენ ამას შეგნებულად აკეთებთ. მაინტერესებს, საერთოდ,რას ნიშნავს ეს ყველაფერი და რატომ მიდიხართ მოსახლეობის 90%-is ნების წინააღმდეგ, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ბოლოს, იქნებ თქვენს ამომრჩეველს კარგად აუხსნათ, როდის გეშლებოდათ და როდის არ გეშლებათ, როდესაც ერთი მხრივ, გიორგი მარგველაშვილი აირჩიეთ და შემდეგ შეცდომა უწოდეთ. შემდეგ პრეზიდენტი ზურაბიშვილი დაგვისვით, როგორც ღარიბაშვილი ამბობს და შემდეგ კონსტიტუციის დამრღვევად აცხადებთ. როდესაც პრემიერი კვირიაშვილი ან გახარია დასვით თანამდებობაზე და შემდეგ “ნაციონალებად”მოიხსენით. საერთოდ, თქვენ სად იყავით, როდესაც “ნაციონალურ მოძრაობას”ან ქალბატონი პრეზიდენტი ებრძოდა ან ძალიან ბევრი ჩვენგანი“, - მიმართა თეონა აქუბარდიამ ირაკლი კობახიძეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა