ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

სალომე ზურაბიშვილი გია ვოლსკის განცხადებაზე - ამას ვერც პოლიტიკას და ვერც პოლიტიკოსობას ვერ დავაბრალებთ, ამას კაცობა რომ არ ქვია, ეს კი ყველას გვესმის

ნახვები: 517 სალომე ზურაბიშვილი გია ვოლსკის განცხადებაზე - ამას ვერც პოლიტიკას და ვერც პოლიტიკოსობას ვერ დავაბრალებთ, ამას კაცობა რომ არ ქვია, ეს კი ყველას გვესმის

ამას ვერც პოლიტიკას და ვერც პოლიტიკოსობას ვერ დავაბრალებთ და ამას კაცობა რომ არ ქვია, ეს კი ყველას გვესმის!, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერისა და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი არის იმ პოლიტიკოსთა შორის, რომლებიც საქართველოს მოქალაქის სიკვდილით გახარებული არიან.

ცნობისთვის, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს არ ეკადრება, "ადამიანის სიკვდილით გახარებული" პოლიტიკოსთა ჯგუფი, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი.

„რაღა სააკაშვილი, რაღა ლევან ხაბეიშვილი და რაღა სალომე ზურაბიშვილი. რა თქმა უნდა, ხალხიც უნდა გამოვიდეს, აქციაც უნდა ჩატარდეს, თავის პოზიცია უნდა გამოხატოს, მაგრამ ადამიანის სიკვდილით ასეთი გახარებული პოლიტიკოსთა ჯგუფი და სალომე ზურაბიშვილი, მათ შორის, არ ეკადრება ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის,საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 6 ნოემბერს მოკლეს. არსებული ინფორმაციით, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი ლომისის ეკლესიაში, სანთლების დასანთებად მიდიოდნენ, როცა რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცეცხლი გახსნეს. აღნიშნულის შედეგად თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა