პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

ანა წითლიძე - ბევრ ახალმოსულსაც ვნახავ, წასულსაც და მერე უკან მობრუნებულსაც

ნახვები: 501 ანა წითლიძე - ბევრ ახალმოსულსაც ვნახავ, წასულსაც და მერე უკან მობრუნებულსაც

ყველა წასული დანაკლისია, მაგრამ ამავე დროს ახალი შესაძლებლობაა პარტიისთვის - ბევრ ახალმოსულსაც ვნახავ, წასულსაც და მერე უკან მობრუნებულსაც , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს.

ანა წითლიძის განცხადებით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კრიზისის შესაძლებლობად და წარმატებად ქცევა შეუძლია და ეს არაერთხელ ვნახეთ წარსული გამოცდილებით.

„2012 წლის ოქტომბერში წაგებული არჩევნების შემდეგ მოვედი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში”.

ამ 11 წლის მანძილზე უამრავი შიდა წასვლები მინახავს, ხშირად ჩემი პოლიტიკური გამოცდილებისთვისაც გაუგებარი, როდესაც ვერ ვხსნიდი როგორ შეიძლება ადამიანებმა მთავარს უღალატონ ვიწრო პარტიული წყენების, გაუგებრობების ან ძალაუფლების გამო. ბევრი მინახავს მობრუნებულიც.

ყველა წასული დანაკლისია, მაგრამ, ამავე დროს, ახალი შესაძლებლობა არის პარტიისთვის. ენმ-ს რომ კრიზისის შესაძლებლობად და წარმატებად ქცევა შეუძლია, ეს არაერთხელ ვნახეთ წარსული გამოცდილებით.

როცა ეგონათ დაგვანგრიეს, მაშინ ვაჩვენეთ, რა შეგვიძლია. ასე იქნება ახლაც. 11 წელია აქ ვდგავარ და ვიდგები, სანამ რუსულ რეჟიმს არ დავამარცხებთ. სანამ მიხეილ სააკაშვილი არის ამ პარტიის მთავარი ლიდერი და მოტივატორი.

ბევრ ახალმოსულსაც ვნახავ, წასულსაც და მერე უკან მობრუნებულსაც. ვინ წარსულია და ვინ მომავალი მაგასაც გვანახებს ამომრჩეველი.

ბევრი შეცდომა მეც მქონია მაგრამ ეს არასოდეს შემშლია არც ერთი შიდა „გაუგებრობების" დროს, იქ ვმდგარიყავი სადაც დევნილი და ახლა უკვე ციხეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტია.

დანარჩენს დრო აჩვენებს, როგორც არა ერთხელ აქამდე. მთავარი რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაა!“, - წერს ანა წითლიძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა