ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

გიორგი ვაშაძე - ბიძინა ივანიშვილს ვეუბნები, როგორი შეშინებული სახეც ვნახეთ 2018 წლის პირველი ტურის შემდგომ, ზუსტად ასეთ დამფრთხალ და შეშინებულ სახეს ვნახავთ 2024 წლის 21 ოქტომბერს

ნახვები: 516 გიორგი ვაშაძე - ბიძინა ივანიშვილს ვეუბნები, როგორი შეშინებული სახეც ვნახეთ 2018 წლის პირველი ტურის შემდგომ, ზუსტად ასეთ დამფრთხალ და შეშინებულ სახეს ვნახავთ 2024 წლის 21 ოქტომბერს

ბიძინა ივანიშვილს ვეუბნები, რომ როგორი შეშინებული სახეც ვნახეთ 2018 წლის პირველი ტურის შემდგომ, ზუსტად ასეთ დამფრთხალ და შეშინებულ სახეს ვნახავთ 2024 წლის 21 ოქტომბერს, როდესაც ხალხი გაიმარჯვებს,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს პოლიტიკაში დაბრუნება დაგეგმილი ჰქონდა სექტემბერში, თუმცა გადაწყვიტა, რომ გაცილებით ადრე გადაედგა ეს ნაბიჯი.

„ხალხის გამარჯვებამ კანდიდატის სტატუსით 2023 წელს, აიძულა ივანიშვილი გამოჩენილიყო საჯარო სივრცეში, თორემ პოლიტიკიდან არსად წასულა. ხალხმა დაამარცხა "ქართული ოცნება" 1:0. ახლა გამოჩნდა, რათა ეს მათი მხარდაჭერის მძლავრი ვარდნა რაიმენაირად შეაჩეროს. მეორე არის ის, რომ პირად უსაფრთხოებაზეა მოტივირებული, 2018 წელი გაიხსენა და ჩემი მხრიდან ვეუბნები, რომ როგორი შეშინებული სახეც ვნახეთ 2018 წლის პირველი ტურის შემდგომ, ზუსტად ასეთ დამფრთხალ და შეშინებულ სახეს ვნახავთ 2024 წლის 21 ოქტომბერს, როდესაც ხალხი გაიმარჯვებს. მას ეს სვლა დაგეგმილი ჰქონდა სექტემბერში, მაგრამ მოუწია გაცილებთ ადრე გაეკეთებინა ეს ყველაფერი. ჩვენი სტრატეგიის ნაწილია, რომ დროზე გამოჩენილიყო საჯაროდაც. ხალხი გაიმარჯვებს 2024 წელს“,- აღნიშნა ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა