ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ხატია დეკანოიძე - ოპოზიციამ უნდა აჩვენოს სრული კონტრასტი „ქართულ ოცნებასთან“

ნახვები: 517 ხატია დეკანოიძე - ოპოზიციამ უნდა აჩვენოს სრული კონტრასტი „ქართულ ოცნებასთან“

სამომავლო ერთობასთან დაკავშირებით ჯერ განსაკუთრებული სიახლე არ არის. კონკრეტული თარიღის დასახელება არ შემიძლია, მაგრამ კონკრეტული კონტურები ძალიან მალე უნდა გამოიკვეთოს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ უნდა აჩვენოს სრული კონტრასტი „ქართულ ოცნებასთან“ და თუ არ იქნება სრული კონტრასტი, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ოპოზიციას ძალიან გაუჭირდება.

„ჩვენ ვსაუბრობთ და ვისაუბრებთ ბიძინა ივანიშვილის დამარცხების ფორმულაზე, ხალხის ინტერესებსა და პოლიტიკურ კორუფციაზე, რაც საზოგადოებას რეალურად აწუხებს. ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი როგორც იყო, ისევე რჩება. ჩემი პოზიციაა, რომ ივანიშვილი არსად წასულა, ის იყო პოლიტიკაში და საჯაროდ გამოჩნდება ერთხელ, ორჯერ თუ სამჯერ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. უნდა ვიყოთ კონცენტრირებული იმაზე, რომ არჩევნებზე ეს ადამიანები – პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლებას ჩამოვაცილოთ, რაც კვლავ რჩება საფრთხედ საქართველოს სახელმწიფიებრიობისთვის, რადგან ქვეყანაში ოლიგარქიულ-კლეპტოკრატიული მმართველობაა. ოპოზიციამ უნდა აჩვენოს სრული კონტრასტი „ქართულ ოცნებასთან“. თუ არ იქნება სრული კონტრასტი, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ძალიან გაგვიჭირდება. ჩემი ინტერესია, ვესაუბრო და იმ ადამიანებთან ერთად ვიყო, ვინც არის ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ კონტრასტი“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა