ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

Pax americana-ს დასასრულის მოლოდინში

ნახვები: 7899 Pax americana-ს დასასრულის მოლოდინში

მსოფლიოს უძლიერესი და ყველაზე გავლენიანი სახელმწიფო, აშშ, დგას თავის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო ქმედების წინაშე. ისეთი სირცხვილის პირისპირ, რომელსაც ის ვერასდროს ჩამოირეცხავს და რომელიც მის მსოფლიო ლიდერობას ისტორიას ჩააბარებს.

აშშ წავა ძველი რომის გზით და საბოლოო ჯამში, ანალოგიურ შედეგს მიიღებს.

ვაშინგტონი ემზადება იმისთვის, რომ ჩააბაროს მებრძოლი უკრაინა პუტინს. ჩააბაროს - არა ღრმა იდეური შეხედულებების, ან მშვიდობის შენარჩუნების, ან ამერიკელი ჯარისკაცების სიცოცხლეების გადარჩენის მიზნით. სამწუხაროდ, მსოფლიოს ნომერ პირველი სახელმწიფოს პოლიტიკური ელიტა იქცევა დაახლოებით ისე, როგორც ორღობე ქართველი ქოც-ნაცები.

ისინი მზად არიან სრულიად უყოყმანოდ ჩააბარონ პუტინს უკრაინა - ოღონდ უკბინონ ერთმანეთს.

ეს რას მოვესწარით - დედამიწის უძლიერესი ქვეყანა იღებს გადაწყვეტილებებს არა საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, არამედ ერთმანეთის ჯინაზე,

ამას ემატება ერთი ფაქტორიც - სიძუნწე. ქვეყანა, რომლის თავდაცვითი ბიუჯეტი რამდენიმე ტრილიონი დოლარია - დაკანკალებს წელიწადში 60 მლრდ. -ს.

მეცინება. ზუსტად მახსოვს - 2022 წლის აპრილში დასავლელი პოლიტიკოსები და მიმომხილველები დარწმუნებულები იყვნენ რომ რუსეთი პირწმინდად წააგებს ეკონომიკურ ომს დასავლეთთან. „აშშ, ევროკავშირი, კანადა, ავსტრალია, იაპონია - შეადარეთ მათი ჯამური  მშპ რუსეთისას! მოსკოვს შანსი არაა აქვს“...

რა დრო მოვიდა - დღეს რუსეთი, რომელსაც „შანსი არა აქვს“ ხარჯავს ომზე წელიწადში 100 მლრდ. დოლარს, ხოლო, უკრაინა ხურდა ფულს და ჭურვებს ითვლის. სადაა ამ დროს ეს „ჯამური მშპ“? ის აქაა, არსად წასულა. უბრალოდ მის პატრონებს ყოველი ცენტის გაცემაზე ხელები უკანკალებთ.

მნიშვნელობა არა აქვს, ვის რამდენი აქვს მშპ. მნიშვნელოვანია ვინ და რისთვისაა მზად ის დახარჯოს...

დასავლეთი აბარებს უკრაინას პუტინს. იმიტომ რომ ორღობე პოლიტიკას ვერ გასცდა და იმიტომ, რომ ფული ენანება.

თუ ეს მიდგომა არ შეიცვალა - დასავლეთი ამისთვის მწარე პასუხს აგებს. პუტინი ამ ომიდან გამოვა საოცრად გაძლიერებული და გათავხედებული, 1-2 წელიწადში დაიმორჩილებს ყოფილ სსრკ-ს ქვეყნებს, შემდეგ მიადგება ევროპას.

დაიწყებს პირველი ნაბიჯით - დაიკავებს ლიტვის ტერიტორიაზე სუვალკის დერეფანს რომელიც აკავშირებს რუსეთს კალინინგრადის ოლქთან. ევროპას დაამშვიდებს - „არ ვაპირებთ ლიტვის დაპყრობას - დერეფანი მოგვეცით და გავჩერდებით“.

ძალიან მაღალი ალბათობით, ნატო ამაზე რეაგირებას არ მოახდენს, მართლაც აბა ხომ არ ვიომებთ ერთი კინკილა დერეფნის გამო?  ვინმე ელოდება სხვა რამეს? ქვეყნები, რომლებმაც მოკავშირე ფულის გამო გაწირეს - ხვალ საომრად წავლენ? მევახშე ან ვაჭარი მეომარი გინახიათ სადმე?

სწორედ ეს იქნება დასავლური ცივილიზაციის დასამარების გადამწყვეტი მომენტი - პუტინი, ისევე როგორც ევროპა-ამერიკის სხვა უამრავი მტერი მთელს მსოფლიოში - მიხვდება  - არანაირი ნატო არ არსებობს. მთელი ეს ტრილიონიანი ბიუჯეტები, ზეზუსტი რაკეტები, თვითმფრინავები - მხოლოდ ჯართია იმათ ხელში, ვისაც მთელი ამ ძალის გამოყენების შნო არ შერჩენია.

ეს ყველაფერი აუცილებლად მოხდება, თუ ამერიკული პოლიტიკური ელიტა არ მოვიდა ჭკუაზე და თუ ევროპა ვერ მიხვდა რომ უკრაინისთვის დახმარება  - ეს ყველაზე მცირე ინვესტიციაა იმასთან შედარებით,  რაც მოელის მას ხვალ, თუ რუსეთმა ან ომში გაიმარჯვა.

საქართველოს რაც შეეხება - ერთად-ერთი გზაა - ეძებეთ მოკავშირე. ვერც ამერიკა და ვერც ევროპა, უკრაინის ჩაბარების შემთხვევაში, ვერანაირი და ვერავისი მოკავშირეები  ვერ იქნებიან.

მოუწევთ ქართველ პოლიტიკოსებს პეკინში ხშირი სიარული - იქნებ ამან იხსნას ისინი მოსკოვში სიარულისგან.

ავტორი: თენგიზ აბლოთია

ნეიშენ ჯორჯია

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა