ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ვიქტორია ნულანდი - ვაშინგტონი აგრძელებს კიევისთვის უსაფრთხოების სფეროში დახმარების აღმოჩენას

ნახვები: 516 ვიქტორია ნულანდი - ვაშინგტონი აგრძელებს კიევისთვის უსაფრთხოების სფეროში დახმარების აღმოჩენას

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას GLSDB ბომბები გადასცა, რომელიც უკვე უკრაინელი სამხედროებისთვის ფრონტზე გაიგზავნა, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ვაშინგტონი აგრძელებს კიევისთვის უსაფრთხოების სფეროში დახმარების აღმოჩენას.

„ეს მოიცავს ახალ ინვესტიციებს და შეიარაღების ახალ სისტემებს, როგორიცაა მსუბუქი, მცირე დიამეტრის ბომბები, რომელიც უკვე მიემართება ფრონტზე, ასევე მხარდაჭერა უკრაინის და ჩვენი თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის აღსადგენად, რათა უზრუნველვყოთ, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა მათთან, ვისაც სურს, სხვისი თავისუფლება მოიპაროს “, - აღნიშნა ნულანდმა.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის თავდაცვის ძალებმა იმ ტერიტორიების 50%-ის დეოკუპაცია მოახდინეს, რომლის დაკავებაც რუსებმა სცადეს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა შავი ზღვის ფლოტსა და რუსეთის სახმელეთო ძალებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა