ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

უკრაინლებმა შავ ზღვაში რუსეთის სადესანტო გემ „ცეზარ კუნიკოვზე“ დრონებით დარტყმა განახორციელეს

ნახვები: 516 უკრაინლებმა შავ ზღვაში რუსეთის სადესანტო გემ „ცეზარ კუნიკოვზე“ დრონებით დარტყმა განახორციელეს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს დრონებმა შავ ზღვაში რუსეთის დიდ სადესანტო გემზე, „ცეზარ კუნიკოვზე“ დარტყმა განახორციელეს.

როგორც „უკრაინსკაია პრავდას“ სადაზვერვო უწყებაში წყაროებმა განუცხადეს, ეს იყო მათი ოპერაცია, რომლის შედეგადაც სამხედრო ხომალდი ჩაიძირა.

რუსული ხომალდის ჩაძირვის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი. გენშტაბში აღნიშნავენ, რომ იერიშის დროს ხომალდი უკრაინის ტერიტორიულ წყლებში იმყოფებოდა.

ამასთან, კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა არუსეთის თავდაცვის სამინისტროში, თუმცა გამთენიისას რუსეთის თავდაცვის უწყება იტყობინებოდა, რომ ღამით შავი ზღვის აკვატორიის თავზე ექვსი უპილოტო საფრენი აპარატი გააუვნებელყვეს.

ტელეგრამარხებში დილით გავრცელდა ცნობები შავ ზღვაში რამდენიმე აფეთქებისა და რუსულ სამხედრო ხომალდზე თავდასხმის შესახებ. რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ცნობით, „ცეზარ კუნიკოვის“ სიგრძე – 112, ხოლო სიგანე 15 მეტრია. მისი ეკიპაჟი 87 ადამიანს შეადგენს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა