გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დაიხურა – მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და ცილისწამებაზე აგებულია – საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს
ირაკლი ღარიბაშვილი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს – მოსამართლემ ყოფილ პრემიერს ხუმრობის გამო შენიშვნა მისცა
გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day

„დედას ვუტირებ მე მაგას“ - 30 წლის წინ, თბილისის ომი დაიწყო

ნახვები: 853 „დედას ვუტირებ მე მაგას“ - 30 წლის წინ, თბილისის ომი დაიწყო

ზუსტად 30 წლის წინ - 1991 წლის 22 დეკემბერს, ე.წ. თბილისის ომი დაიწყო. 

სამოქალაქო დაპირისპირებამ დედაქალაქში 15 დღეს გასტანა და ოფიციალური მონაცემებით, 113 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ომის წინაპირობა ქვეყანაში, დაახლოებით, 6 თვის განმავლობაში იქმნებოდა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა თანამდებობიდან გადადგა. პრეზიდენტმა ე.წ გეკაჩეპეს პუტჩის დროს გააუქმა ეროვნული გვარდიის სარდლის თანამდებობა, ეროვნულ გვარდიას შინაგანი ჯარის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა და შინაგან საქმეთა სამინისტროს უშუალოდ დაექვემდებარა. მაშინ სარდალი თენგიზ კიტოვანი იყო. ის გამსახურდიას არ დაემორჩილა. გვარდიის დიდი ნაწილი, დაახლოებით 15 ათასი ადამიანი, თენგიზ კიტოვანის ხელმძღვანელობით, ჯერ რკონის ხეობაში, შემდეგ კი თბილისის ზღვის მახლობლად დაბანაკდა. მაშინ კიტოვანმა თქვა, რომ გამსახურდიამ ერთი ხელის მოსმით დაშალა გვარდია და იგი მოსკოვის მორჩილებაში დაადანაშაულა.

„გადაეცით, რომ მე იარაღს არ დავყრი. დედას ვუტირებ მე მაგას, იცოდეთ. ბოლომდე ვიბრძოლებ, სანამ მე ცოცხალი ვარ და ერთი გვარდიელი მაინც იქნება, სისხლს ამოვუღებ", - თქვა მაშინ კიტოვანმა. 

თავის მხრივ, გამსახურდიაც უწოდებდა ოპონენტებს მოღალატეებს და რუსეთის აგენტებს. 

„რაც არ უნდა დაირქვან მათ, გინდ დემოკრატიული ოპოზიცია, გინდ ანგელოზების ფრთებგამობმული ოპოზიცია, ყველამ იცის, რომ ისინი მკვლელები არიან, მოღალატეები და გამყიდველები არიან...“ - ამბობდა გამსახურდია. 

დაპირისპირებულმა მხარეებმა მოლაპარაკება რამდენჯერმე უშედეგოდ სცადეს. 22 დეკემბერს, დილის 8 საათზე რუსთაველის გამზირზე სროლის ხმა გაისმა. მაშინ თენგიზ კიტოვანმა რამდენიმე შენობა დაიკავა. ზვიად გამსახურდიამ თავი ბუნკერს შეაფარა.

ამ პერიოდში კიტოვანმა ციხიდან კანონიერი ქურდი ჯაბა იოსელიანი გამოუშვა, რომელმაც შეიარაღებული არაფორმალური ფორმირება მხედრიონი შექმნა და გამსახურდიას დამხობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მისი დაჯგუფება მიზნად აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რეგიონების სეპარატისტებისგან დაცვას ასახელებდა. ის ციხეში 1991 წლის თებერვლიდან ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით იჯდა. 

თავად გამსახურდია კი 1992 წლის 6 იანვარს ჯერ აზერბაიჯანში გაიქცა, სადაც მას თავშესაფარზე უარი მიიღო, შემდეგ კი სომხეთში წავიდა და იქ მცირე ხანი დაჰყო. 1993 წელს გამსახურდია საქართველოში დაბრუნდა, ზუგდიდში ჩავიდა და აჯანყება სცადა. მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. დასავლეთ საქართველოში მხედრიონი შევიდა და დარბევა და ძარცვა დაიწყო. 1993 წლის ოქტომბრის ბოლოს გამსახურდია და მისი მხარდამჭერები იძულებულები გახდნენ, თავი სამეგრელოს მთიანი ნაწილისათვის შეეფარებინათ. 31 დეკემბერს ის ხობის სოფელ ხიბულაში დაიღუპა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა