სალომე ზურაბიშვილი - ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ
სალომე ზურაბიშვილი - დღეს ვინც პარლამენტში შევა, შევა რუსეთში
მამუკა მდინარაძე - შევეცდებით, პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს
ოლაფ შოლცი - რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია
Russians strike Dnipro with ballistic missile, likely from Kedr complex – Ukrainian intel
Oreshnik missile strike on Dnipro does not indicate risk of nuclear weapons use - ISW
Ukraine’s General Staff: 190 combat clashes at front in past day

განსხვავება ნავალნის და პუტინს შორის

19.02.2024 ნახვები: 2857

რუსული ოპოზიციის უპირობო ლიდერის, ამჟამად უკვე მოკლული ალექსეი ნავალნის მიმართ პოსტსაბჭოთა სივრცეში ყოველთვის ძალიან უცნაური დამოკიდებულება იყო. წესით, ეს უნდა განხილულ იყო როგორც ჩვენი მოკავშირე, პრინციპიდან „ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია“ გამომდინარე.

თუმცა, ასე არ იყო - მის მიმართ ორღობე წყენები ვერ დაჩრდილა იმანაც კი, რომ ის იყო პუტინის ნომერ პირველი მტერი და ამავე დროს დასავლეთში ითვლებოდა ურყევ მოკავშირედ. ყველას თავ-თავისი წყენა ჰქონდა - ნავალნი არ იყო ანგელოზი და მას თავის ცოდვები ჰქონდა. ხშირად მისი გაუაზრებელი გამონათქვამები მის სწორ ინიციატივებს ჩრდილს აყენებდა.

ქართველებმა ვერ აპატიებს 2008 წლის აგვისტოში რუსული ჯარის შეჭრის მხარდაჭერა - მაშინ ნავალნიმ ქართველებს „გრიზუნები“ უწოდა, რაც რუსული ნაციონალიზმის ერთ-ერთი ყველაზე უხეში გამოვლინება იყო. 

ეს იმდენად საწყენი აღმოჩნდა ჩვენთვის, რომ ვერ შევამჩნიეთ, რომ ამავე დროს რუსი ოპოზიციონერი მიიჩნევდა, რომ მოსკოვს უნდა შეეწყვიტა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დაფინანსება და უპირობო მხარდაჭერა.

მისი პოზიცია იყო - „მათ სურთ დამოუკიდებლობა? ჩვენ რა შუაში ვართ? რატომ უნდა ვხარჯოთ მათ სარჩენად ფული, რომელიც მოაკლდება სკოლებს და საბავშვო ბაღებს რუსეთში?“. ეს პოზიცია ნიშნავს ფაქტობრივად აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის დასამარებას და თბილისთან მოლაპარაკების დაწყების იძულებას.

რა არის უფრო მნიშვნელოვანი - ეს პრინციპული პოზიცია, თუ 2008 წელს დაშვებული რიტორიკული შეცდომა? ალბათ მაინც პირველი...

შუა აზიაში ნავალნის ვერ იტანდნენ იმის გამო, რომ ის მოითხოვდა ამ რეგიონის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის შემოღებას. თუმცა, რომ დავუკვირდეთ - საწყენი არაფერია. სავიზო რეჟიმის ნიშნავს იმის აღიარებას, რომ შუა აზიის ქვეყნები დამოუკიდებლები არიან და რუსეთი მათზე ზემოქმედებასა და გავლენის მოხდენაზე უარს ამბობს.

უკეთესი იყო ეს ამ ქვეყნების სუვერენიტეტის გამყარებისთვის, თუ უარესი? მგონი აქაც პრიორიტეტი ცალსახაა.

 ჩრდილოეთ კავკასიელებს არ უყვარდათ ნავალნი მისი მთავარი ლოზუნგის გამო - „გვეყო კავკასიის რჩენა!“. ერთი შეხედვით, მართლაც შეურაცხყოფაა, „გრიზუნების“ არ იყოს. თუმცა, სხვა კუთხით შეხედეთ - კავკასიის რჩენაზე უარის თქმა ნიშნავს მის დამოუკიდებლობას.

ნავალნი არც მალავდა თავის პოზიციას ამ საკითხის ირგვლივ - ის მიიჩნევდა, რომ ჩრდილოეთ კავკასია რუსეთისთვის ზედმეტი ტვირთია, რომელიც ჩამოსახსნელია. შეგვიძლია კი ეს პოზიცია რუსული იმპერიალიზმის გამოხატულებად ჩავთვალოთ? ალბათ არა - პირიქით.

უკრაინელებმა ვერ აპატიეს ნავალნის მისი გაურკვეველი პოზიციას ყირიმთან დაკავშირებით - მან ყირიმი შეადარა „ბუტერბროდს“, რომლის დაბრუნებაც შეუძლებელია. მართლაც თავხედური გამონათქვამია, ნავალნის სტილში.

თუმცა, უკრაინელები არ აქცევენ ყურადღებას იმას, რომ 2014 წელს, ყირიმისგან განსხვავებით, მან ცალსახად დაგმო რუსული აგრესია დონბასის წინააღმდეგ. მაშინ ეს ადვილი არ იყო, მაგრამ მან ეს გააკეთა. არის ეს დასაფასებელი? ალბათ არის. მაგრამ ამან ვერ დაჩრდილა „ბუტერბროდი“.

ნავალნის მთელი საქმიანობა აშკარად ადასტურებდა იმას, რომ ის შესაძლოა იმპერიალისტი იყო, როგორც ყველა რუსი, თუმცა იმპერიალიზმიც შეიძლება განსხვავებული იყოს - რუსეთის დიდ ქალაქებში, საშუალო ფენის ახალგაზრდობაში ჭარბობს იმპერიული აზროვნება, როგორც კულტურული იდენტურობის ფენომენი და არა პრაქტიკული ქმედებების სახელმძღვანელო.

ეს კატეგორია მიიჩნევს რუსეთს დიად და განსაკუთრებულ ქვეყნად, თუმცა, არ თვლის ამას ომების წამოწყებისთვის საკმარის საფუძვლად. ნავალნი სწორედ ასეთი ტიპის პოლიტიკოსი იყო - ის არ დაიწყებდა ომს არც საქართველოში და არც უკრაინაში, ჩეჩნეთს გაუშვებდა თავის გზაზე, აფხაზეთს და ე.წ. სამხრეთ ოსეთი თბილისთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომას აიძულებდა. 

ნავალნი იქნებოდა პრეზიდენტი, რომელსაც სურს რუსეთის დაბრუნება დასავლეთის წიაღში, ის მაქსიმალურად შეეცდებოდა დასავლურ სისტემაში ადგილის დამკვიდრებას. ის იყო ახალგაზრდა, პროგრესულად მოაზროვნე და მიიჩნევდა, რომ რუსეთის ბიუჯეტის ფული უნდა დაიხარჯოს რუსი ხალხის საკეთილდღეოდ და არა ომებზე და საერთაშორისო ავანტიურებზე.

რა თქმა უნდა, ჩვენში ბევრია ვინც მიიჩნევს, რომ რუსი პოლიტიკოსი, რომელიც არ თვლის, რომ რუსეთი უნდა დაიშალოს 150 ნაწილად - ავტომატურად ხდება პუტინისტი. იდეაში, ყველას გვირჩევნია, რომ რუსეთის ხელმძღვანელი იყოს ვალერია ნოვოდვორსკაიას ტიპის ადამიანი, რომელსაც ამ ქვეყნის მიმართ არანაირი სენტიმენტები არ გააჩნდა. თუმცა, ის დიდი ხნის წინ გარდაიცვალა და ადამიანების კლონირების ტექნოლოგია ჯერ არ არსებობს. 

რუსეთი არსად გაქრება. ის არც დაიშლება და არც დაინგრევა. მასთან ყველა შემთხვევაში თანაარსებობა მოგვიწევს. ამ სიტუაციაში უნდა ვიხელმძღვანელოთ რეალობით და არა ჩვენი ფანტაზიებით და სურვილებით. რეალობა კი ისაა, რომ ნავალნი არ იყო იდეალი, თუმცა, ის იქნებოდა ბევრად უკეთესი და კომპრომისული ლიდერი, ვიდრე პუტინი.

ამის არაღიარება და არდანახვა - ინფანტილიზმია და მეტი არაფერი.

 

ავტორი: თენგიზ აბლოთია

ნეიშენ ჯორჯია

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა