ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

გიორგი ვაშაძე - 26 ოქტომბერს ვცვლით ხელისუფლებას, მოდის ხალხის მმართველობა, 15 დეკემბერს გადავალთ შემდეგ ეტაპზე, დავიწყებთ მოლაპარაკებებს, დავეწევით მოლდოვასა და უკრაინას

ნახვები: 516 გიორგი ვაშაძე - 26 ოქტომბერს ვცვლით ხელისუფლებას, მოდის ხალხის მმართველობა, 15 დეკემბერს გადავალთ შემდეგ ეტაპზე, დავიწყებთ მოლაპარაკებებს, დავეწევით მოლდოვასა და უკრაინას

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ბრიუსელში „ხალხის დასანახად ჩაფრინდა“.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ბრიუსელში კობახიძის ვიზიტს უფრო მეტი ნეგატივი აქვს, ვიდრე პოზიტივი.

„რით დაიწყო კობახიძემ თავისი მოღვაწეობა? ივანიშვილის პარტიასთან ერთად ბოიკოტი გამოუცხადა მიუნხენის კონფერენციას, სადაც მთელი მსოფლიოს ლიდერები იყვნენ და სადაც მთელი მსოფლიოს უმსხვილესი ბიზნესკომპანიები იყვნენ წარმოდგენილები. პირველი თქვა, რომ ევროკავშირის დაჩქარებული გაწევრიანება, რაც იყო მთავარი საკითხი, არ მინდაო და მეორე თქვა, რომ ევროპული და ამერიკული ინვესტიციები არ გვინდაო. ახლა ხალხის დასანახად ბრიუსელში ჩაფრინდა, თორემ მის ჩაფრენას უფრო დიდი ნეგატივი აქვს, ვიდრე პოზიტივი. რაც მეტს დარჩება საქართველოში, უკეთესია, მინდა საქართველოს მოქალაქეებს ვუთხრა. არაფერი სიკეთე კობახიძის არცერთ შეხვედრას ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან არ მოაქვს. ყოველთვის ასე იყო, ბოლო წლების განმავლობაში. მას არაფერი გაუკეთებია ევროინტეგრაციის კუთხით. პერსონალურად მას. მითუმეტეს, ის არც უმუშევრობაზე ზრუნავს, არც ხალხის გაჭირვებაზე ზრუნავს, არც ემიგრანტების დაბრუნებაზე ზრუნავს. დასავლელი პარტნიორები ელოდებიან 26 ოქტომბერს. 26 ოქტომბერს ვცვლით ხელისუფლებას, მოდის ხალხის მმართველობა საქართველოში და 15 დეკემბერს გადავალთ შემდეგ ეტაპზე, დავიწყებთ მოლაპარაკებებს, დავეწევით მოლდოვასა და უკრაინას. კობახიძის და ივანიშვილის გზა არის ჭაობისკენ გზა“,- განაცხადა ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა