რუსეთი და ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლები საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის იურიდიულ გარანტიებს მოითხოვენ
გოჩა მირცხულავა: პაპუაშვილის რელიგიური აღმოჩენები - როცა რუსთაველის კალენდარი გაწუხებს და საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავ
ზელენსკი აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივ შეხვედრაზე: „დიდი ოცეულის“ სამიტი რეალური შედეგის მიღწევის შესაძლებლობას ქმნის
თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეები სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ დაბრუნდებიან, მისაქციელში კი ახალი სკოლა აშენდება
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს ჟურნალისტებისთვის თეთრ სახლში დაშვების აღდგენა დაავალა
ბერდია სიჭინავა გიორგი ხოჯევანიშვილზე: მთელი ცხოვრება მოუწევს იმ ტვირთის ტარება, რომელიც ამ ჩვენების მიცემით აიღო
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილემ თბილისში თავდაცვითი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა
აფხაზეთში, რიწისკენ მიმავალ გზაზე კლდეზე ცეცხლი შენიშნეს, თვითმხილველი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ვულკანური ლავა იყოს

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში „ბარსელონასთან“ ფრედ ითამაშა

ნახვები: 655 ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში „ბარსელონასთან“ ფრედ ითამაშა

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში „ბარსელონას“ უმასპინძლა და მატჩი 1:1 დაამთავრა.

შედეგთან ერთად, დიდ ინტერესს იწვევდა, რას შეცვლიდა ორიოდე დღის წინ დანიშნული მთავარი მწვრთნელი ფრანჩესკო კალცონა – იქნებოდა თუ არა „ნაპოლიში“ ტაქტიკური ან სხვა სახის ცვლილებები.

აფრიკის თასიდან დაბრუნების შემდეგ ვიქტორ ოსიმენი შემადგენლობაში პირველად გამოჩნდა. კალცონამ შემადგენლობაში დააყენა იენს კაიუსტე და მატიას ოლივერა, ხოლო გუნდი ლუჩანო სპალეტის დროინდელ 4-3-3 სისტემაზე და მაღალ პრესინგზე დააბრუნა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში მეორე ნახევარში გაიხსნა. მე-60 წუთზე რობერტ ლევანდოვსკი მცველებს გაექცა და ზუსტად დაარტყა. რვა წუთში კი კალცონამ კვარაცხელია შეცვალა და ქართველმა თავდამსხმელმა უკმაყოფილება არ დამალა.

მოულოდნელი იყო „ნაპოლის“ ახალი მწვრთნელის კიდევ ერთი გადაწყვეტილება, როდესაც 75-ე წუთზე ვიქტორ ოსიმენმა მოახერხა და წონასწორობა აღადგინა. რამდენიმე წამში კალცონამ ისიც სათადარიგოთა სკამზე დასვა.

ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის განმეორებით შეხვედრაში „ბარსელონა“ „ნაპოლის“ კატალონიაში უმასპინძლებს. მატჩი 13 მარტს, „კამპ ნოუს” რეკონსტრუქციის გამო, „მონჟუიკზე“ გაიმართება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა